მადანი
მადანი — ლითონის შემცველი ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი, რომლისგანაც ლითონის მოპოვება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად ხელსაყრელია. მადანს უწოდებენ, აგრეთვე, ზოგიერთ არალითონურ მინერალურ ნედლეულსაც (მაგ.: გოგირდის, გრაფიტის, ბარიტის მადანი).[1]
განარჩევენ მონომინერალურ მადანს, რომელიც ერთ მადნეულ მინერალს შეიცავს და პოლიმინერალურ მადანს, რომელიც რამდენიმე სასარგებლო და თანმხლებ (როგორც წესი ძარღვულ) მინერალს შეიცავს.[1]
სხვადასხვა საბადოთა და ლითონთა მადანში მადნეულ და ძარღვულ მინერალებს შორის რაოდენობრივი შეფარდება მნიშვნელოვნად მერყეობს. მკვიდრ ქანებში განლაგებული მადანი მკვიდრია. გადარეცხვის შედეგად - მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ დანალექებში დაგროვილი მადანი კი - ქვიშრობულია. მადნეული კომპონენტის შემცველობის მიხედვით გამოყოფენ მდიდარ და ღარიბ მადნებს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.6. თბილისი 1983. გვ: 341. სიტყვა მადანი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 6. თბილისი 1983. გვ: 341. სიტყვა მადანი