ნუმეა
ნუმეა (ფრანგ. Nouméa) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის დედაქალაქი. პორტი წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ქალაქის მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 94 285 კაცს[2]. აგლომერაცია — 182 341 კაცი (2019). ქალაქის ფართობი — 45,7 კმ²[3]. მანძილი ნუმეადან პარიზამდე 16 758 კილომეტრია.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ნუმეა ფრანგ. Nouméa | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 22°16′33″ ს. გ. 166°27′29″ ა. გ. / 22.27583° ს. გ. 166.45806° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | სონია ლეგარდი (Sonia Lagarde) | ||
დაარსდა | 1854[1] | ||
ფართობი | 45,7 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 167 მ | ||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||
მოსახლეობა | 94 285 კაცი (2019) | ||
სიმჭიდროვე | 2100 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 182 341 | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ევროპელები — 39,15 % კანაკები — 26,62 % უოლისელები და ფუტუნელები — 6,1 % შერეულები — 10,22 % სხვა — 17,9 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+11 | ||
სატელეფონო კოდი | 23-29 | ||
საფოსტო ინდექსი | 98818/98800 | ||
ოფიციალური საიტი | ville-noumea.nc | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი გაშენებულია გორაკებიან ნახევარკუნძულზე ახალი კალედონიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ბოლოსთან ახლოს, რომელიც, თავის მხრივ, მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება მონ-დორის, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით დუმბეას მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ქალაქ ნუმეასთან ერთად ქმნიან დიდი ნუმეას აგლომერაციას.
ლანდშაფტი ძირითადად აგებულია ეოცენური ფლიშური დანალექებით, აგრეთვე ქვიშაქვებით, კირქვებითა და ცარცული ქანებით. დიდი ნუმეას სანაპირო ხაზი შედგება ვულკანის ნალექებისაგან, რომელიც ეკუთვნის იურული სისტემის პერიოდს.[4] რელიეფი შედგება რამდენიმე გორაკისაგან, ყველაზე მაღალი მათ შორის არის მონტრაველის პიკი — 167 მეტრი ზღვის დონიდან.
ისტორია
რედაქტირებაბრიტანელი ჯეიმზ პადონი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც 1851 წელს დღევანდელი ნუმეას შემოგარენთან დააარსა დასახლება. კუნძულზე კონტროლის დაკარგვის შიშით ფრანგებმაც იქვე ახლოს 1854 წელს შექმნეს თავისი დასახლება. თავიდან ამ დასახლებას ერქვა პორტ-დე-ფრანსი, მაგრამ მოგვიანებით, 1866 წელს მას უწოდეს ნუმეა. თავიდან ის გამოიყენებოდა, როგორც გამოსასწორებელი კოლონია, მაგრამ შემდგომში იგი გახდა ნიკელისა და ოქროს გადამამუშავებელი ცენტრი, რომლებიც იქვე ახლოს მოიპოვებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ნუმეა გამოიყენებოდა, როგორც აშშ-ის არმიის შტაბი წყნარ ოკეანეში. ეს ხუთმხრიანი არმიის შენობის კომპლექსი ომის შემდეგ გახდა ისეთი რეგიონული სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების ჩამოყალიბების საფუძველი, როგორიცაა სამხრეთ წყნარი ოკეანეთის კომისია, რომელსაც შემდგომში ეწოდა წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნო.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
ნუმეასა და მისი შემოგარენის სატელიტური სურათი
-
ქალი ნუმეას ბაზრიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.noumea.nc/noumea-citoyenne/decouvrir-noumea/histoire-noumea
- ↑ Population, ménages et logement par commune, en 2019, Institut de la statistique et des études économiques Nouvelle-Calédonie
- ↑ Tableaux de l'économie calédonienne, Chapitre 1 : TERRITOIRE-ENVIRONNEMENT. ISEE (2012). ციტირების თარიღი: 2013-10-14
- ↑ La région de Nouméa dans le cadre de la géologie de la Nouvelle-Calédonie.