ჰორნი (კუნძულები)
ჰორნის (ფუტუნას) კუნძულები (ფრანგ. Îles Horne (Futuna)) — კუნძულები წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას ნაწილში. უახლესი კუნძულებია — უოლისის კუნძულები ჩრდილო-აღმოსავლეთით (230 კმ) და ფიჯი სამხრეთ-დასავლეთით 280 კმ-ში. 2013 წლის აღწერით კუნძულების მოსახლეობაა — 3613 ადამიანი[1]. კუნძულები აღმოაჩინეს ევროპელებმა 1616 წელს, ხოლო 1842 წლიდან ეკუთვნის საფრანგეთს.
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Horne (Futuna) | |
---|---|
ჰორნის (ფუტუნას) კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°16′57″ ს. გ. 178°08′59″ დ. გ. / 14.28250° ს. გ. 178.14972° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | ფუტუნა |
ფართობი | 115 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 524 მ |
უოლისი და ფუტუნა | |
ოლქი | ალო, სიგავი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3613 (2013) |
სიმჭიდროვე | 31,417 ად. /კმ² |
დასახელება
რედაქტირებაპირველი ევროპელები, რომლებმაც ნახეს კუნძულები იყვნენ იაკობ ლემერი და ვილემ სხაუტენი, რომლებმაც მათ დაარქვეს ჰორნი, საკუთარი მშობლიური ქალაქის ჰოორნის პატივსაცემად. მიღებულია, რომ თავისი ადგილობრივი დასახელება კუნძულებმა მიიღო ხე ფუტუს პატივსაცემად, რომელიც იზრდება კუნძულ ფუტუნას სანაპიროზე[2]. XIX საუკუნეში კუნძულები ზოგიერთ რუკებზე აღინიშნებოდა ალოფატუს სახელით[2].
გეოგრაფია
რედაქტირებაჰორნის (ფუტუნას) კუნძულები შედგება ორი კუნძულისაგან: ფუტუნა და ალოფი. ისინი ერთმანეთისაგან დაშორებულია სრუტით, რომლის სიგანე 1,7 კმ-მდეა. ფუტუნას კუნძულს ზოგჯერ ეძახიან აღმოსავლეთ ფუტუნას, იმისთვის რომ ის არ აერიოთ ახალი ჰებრიდების კუნძულების ფუტუნას კუნძულში, რომელსაც დასავლეთ ფუტუნას კუნძული ჰქვია და ეკუთვნის ვანუატუს.
ფუტუნას კუნძულის ფართობია — 83 კმ²[3], ალოფის კუნძულის — 32 კმ²[4]. ორივე მაღალი ვულკანური კუნძულებია. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილებია — მთა პუკე (Puke) 524 მეტრი ფუტუნაზე და მთა კოლოფაუ (Kolofau) 417 მეტრი ალოფი. კუნძულებმა დიდი ხანი არაა რაც განიცადა ამოწევა და აქვს ძლიერ ზიგზაგური რელიეფი. ზოგიერთი პატარა სანაპირო ვაკე ადგილების გამოკლებით, ამ კუნძულების ნაპირები დაკლაკნილია. ფუტუნას კუნძულის რელიეფი წარმოდგენილია დაბალი პლატოებით, რომლებიც თანდათანობით მაღლდება პუკეს მთისკენ. კუნძულ ფუტუნას უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთი — ფატუას კონცხი; აღმოსავლეთი — ველეს კონცხი; სამხრეთი — ნაპირი ველეს აეროდრომთან; დასავლეთი — ნაპირი სოფელ ტოლოკესთან. კუნძულ ალოფიზე კოლოფაუს მთა გარშემორტყმულია 150—200 მეტრი სიმაღლის პლატოთი. კუნძულ ალოფის უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთი — უაუა ვავეს ნაპირი; აღმოსავლეთი — საუმას კონცხი; სამხრეთი — აფაგას კონცხი; დასავლეთი — მაფა’ას კონცხი. ჰორნის (ფუტუნას) კუნძულები გეოლოგიურად ახალგაზრდაა, ამიტომ რიფები განლაგებულია ნაპირთან ახლოს (დაახლოებით 50 მეტრი) და ლაგუნას არ წარმოქმნის. ფუტუნას კუნძულს აქვს რიფი-ხალათი. რიფის აწევის გამო, ის არ აღმოჩნდა ღრმა და პერიოდულად ხვდება წყლის ზედაპირზე, რაც ხელს უშლის მის ზრდას[5]. ალოფის კუნძულზე რიფი-ხალათი მთლიანად კუნძულს არ მოიცავს და სოფელ ალოფიტაისთან ქმნის მცირე ლაგუნას მაქსიმალური სიღრმით 3 მეტრი.
კუნძულები მდებარეობენ ფიჯის გარდატეხის ზონის შორიახლოს (ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტექტონიკური თვალსაზრისით, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის და წყნარი ოკეანის ტექტონიკურ ფილაქნებს შორის), და გარდატეხის არსებობის გამო, რომელიც გადის ფუტუნას და ალოფის კუნძულებზე (ზოგიერთი მკვლევარი აქ გამოყოფს ფუტუნას ტექტონიკურ მიკროფილაქანს[6]), ამ კუნძულებზე რეგულარულად ხდება მიწისძვრები (ბოლო, ინტენსივობით 6,5 რიხტერის სკალით, მოხდა 1993 წლის 13 მარტს).
ჰორნის (ფუტუნას) კუნძულების ჩამოყალიბება დაიწყო პლიოცენის დროს (სამი ძველი ვულკანის წარმოშობა). მათი ვულკანური პროცესები შეჩერდა პლეისტოცენის პერიოდში. ვულკანური პროცესების შეჩერების შემდეგ კუნძულებმა განიცადა მნიშვნელოვანი ამოწევა (500 მეტრამდე)[7].ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ საკუთარი ლეგენდა კუნძულების წარმოშობის შესახებ:
- ერთხელ მაუი-ალონგამ, ღმერთმა, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ ღამის მფარველობის ქვეშ, თავისი მოსამსახურე ტე-აილო-იტოსაგან შეიტყო, რომ აქ, ოკეანის სიღრმეში იყო თევზების დიდი გუნდი, რაც ნიშნავდა მომცრო კუნძულების ჯგუფის არსებობას. იმავე საღამოს ღმერთმა შეცურა ზღვაში საკუთარი კანოეთი და გაშალა თავისი ბადე. მან ამოწია ერთი კუნძული, და როგორც კი ის გამოჩნდა ოკეანის ზედაპირზე, დაიწყო ხტუნაობა მასზე, რომ ის გაესწორებინა სიბრტყეში. მან ასე დაიჭირა და გაასწორა რამდენიმე კუნძული. დგებოდა დილა. მაუიმ ბოლოჯერ ისროლა თავისი ბადე. დაიჭირა მორიგი კუნძული და მან მოასწრო მასზე ეხტუნავა მხოლოდ რამდენიმეჯერე. ამიტომ ფუტუნას კუნძული გამოვიდა ასეთი უსწორმასწორო. ეს მითი ედრება სხვა მითებს ოკეანეთში კუნძულების წარმოშობასთან დაკავშირებით. კუნძულებზე მიწისძვრებს კი ისინი ხსნიდნენ ასე: ღმერთს მაფუ-ისე-ფულუს ანუ მაფუ-იკე-ფულუს სძინავს კუნძულებს ქვეშ დიდ სიღრმეზე. როდესაც ის ძილში გადაბრუნდება ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე ხდება მიწისძვრები.
ფუტუნას კუნძულზე დაახლოებით 50 მოკლე მდინარეა, რომელთაგან ყველაზე დიდია — ვაინიფაო, გუტუვაი, ვაი ლასი და ლეავა. სანაპიროები დაჭაობებულია. მდინარეები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით დამშრალია, ხოლო შემდეგ წვიმების სეზონის დროს უეცრად ივსება წყლით. ალოფის კუნძულზე მუდმივი მდინარეები არ არსებობს.
ისტორია
რედაქტირებაჰორნის (ფუტუნას) კუნძულების ადრეული ისტორია ტრადიციულად იყოფა სამ პერიოდად: კელე ული, კელე მეა და კელე ულა. ლაპიტას კულტურის კერამიკების აღმოჩენებს უკავშირებენ პირველ პერიოდს, როდესაც დასახლებები ძირითადად განლაგებული იყო კუნძულების სანაპიროებზე. კელე მეას პერიოდში ფუტუნელებმა დაიწყეს სახლების აშენება კუნძულის შიდა რაიონებში და დასახლებების გამაგრება. ამ პერიოდში ასევე გაჩნდა დასახლებები კუნძულ ალოფიზე. კელე ულას პერიოდი დაკავშირებულია ზეპირსიტყვიერ ტრადიციებთან. ფუტუნაელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი სამოას და ტონგას კუნძულების მოსახლეობასთან. შენარჩუნებულია თქმულება ჩინელების გემის კუნძულზე სტუმრობის შესახებაც, რომლის მეზღვაურებმაც დატოვა მრავალი შთამომავალი[8].
ევროპელებმა პირველად დაინახეს ეს კუნძულები 1616 წლის 28 აპრილს. ფუტუნას და ალოფის კუნძულების შორიახლოს გემით Eendracht გაცურეს ნიდერლანდელმა ზღვაოსნებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა. მათ კუნძულებს დაარქვეს ჰორნი (ნიდერლ. Hoorn), იმ ქალაქის პატივსაცემად, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით. შემდგომში ეს კუნძულები მხოლოდ 1768 წლის 11 მაისს მოინახულა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, მაგრამ მოსახლეობის იზოლაცია დაირღვა მხოლოდ 50 წლის შემდეგ ვეშაპდამჭერი გემების მიერ.
პირველი ევროპელები რომლებიც აქ დასახლდნენ დაწყებული 1837 წლის 8 ნოემბრიდან, იყვნენ ფრანგი მისიონერები მარიას საზოგადოებიდან (ფრანგ. Les Sœurs Missionnaires de la Société de Marie). მათ ადგილობრივ მოსახლეობას მიაღებინეს კათოლიკური რწმენა. ფუტუნას კუნძულის პირველი მისიონერი პიერ შანელი (ფრანგ. Pierre Marie Chanel) წვალებაში გარდაიცვალა 1841 წლის 28 აპრილს[9] და კანონიზირებული იქნა 1954 წლის 12 ივნისს (გამოცხადდა ოკეანეთის წმინდა მფარველად). წმინდა შანელის ნეშტი დაბრუნებული იქნა ფუტუნას კუნძულზე საფრანგეთიდან 1976 წელს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა და მოსახლეობა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ტერიტორია იყოფა ორ ტერიტორიულ ოლქად: სიგავი და ალო, რომელთა საზღვრებიც ემთხვევა ტრადიციული სამეფოების საზღვრებს.
ტერიტორიული რაიონი/სოფელი (ქართ.) |
ტერიტორიული რაიონი/სოფელი (ფრანგ.) |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[1] ად. (2013) |
ადმინისტრაციული ცენტრი ად. (2013) |
---|---|---|---|---|
ალო: | Alo | 85 | 2156 | მალა’ე (192) |
ალოფიტაი | Alofitai | - | 1 | - |
კოლია | Kolia | - | 309 | - |
მალა’ე | Mala’e | - | 192 | - |
ონო | Ono | - | 537 | - |
პოი | Poï | - | 190 | - |
ტამანა | Tamana | - | 183 | - |
ტაოა | Taoa | - | 531 | - |
ტუატაფა | Tuatafa | - | 2 | - |
ველე | Vele | - | 211 | - |
სიგავი: | Sigavé | 30 | 1457 | ლეავა (368) |
ფიუა | Fiua | - | 302 | - |
ლეავა | Leava | - | 368 | - |
ნუკუ | Nuku | - | 257 | - |
ტავაი | Tavai | - | 177 | - |
ტოლოკე | Toloke | - | 194 | - |
ვაისეი | Vaisei | - | 159 | - |
2013 წლის აღწერის თანახმად კუნძულებზე ცხოვრობს 3613 ადამიანი[1]. კუნძულების ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ონო, სადაც ცხოვრობს 537 ადამიანი[1]. სულ კუნძულებზე არსებობს 15 დასახლებული პუნქტი. მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს ფუტუნას (უვეას) ხალხს. ძირითადი სასაუბრო ენებია — ფუტუნას ენა (აღმოსავლეთ ფუტუნას ენა) და ფრანგული. ძირითადი რელიგიაა — კათოლიციზმი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის აღწერა (2013 წელი)
- ↑ 2.0 2.1 Journal of the Polynesian Society: Futuna, Or Horne Island And Its People, P.33-52. University of Auckland Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2009.
- ↑ WALLIS AND FUTUNA TRAVEL GUIDE.... www.colonialvoyage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
- ↑ Wallis & Futuna. Île Alofi. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
- ↑ État des milieux à Wallis et Futuna - Ministère de l'Écologie, de l'Énergie, du Développement durable et de l'Aménagement du territoire. Ministère de l'Écologie, de l'Énergie, du Développement durable et de la Mer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-24. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2009.
- ↑ An updated digital model of plate boundaries. Geochemistry Geophysics Geosystems, 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2009.
- ↑ Géologie des îles Futuna et Alofi. L'Institut de recherche pour le développement (IRD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
- ↑ Relations.html Futuna - History and cultural relations. Advameg Inc.. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ Les Sœurs Missionnaires de la Société de Marie. L'École Catholique en Nouvelle Calédonie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2009.