უოლისის კუნძულები (ფრანგ. Îles Wallis) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების უოლისის და ფუტუნას შემადგენლობაში. უახლესი კუნძულებია — ჰორნის (ფუტუნას) კუნძულები სამხრეთ-დასავლეთით (230 კმ), ტონგა სამხრეთ-აღმოსავლეთით (400 კმ), სამოა დასავლეთით (280 კმ). ფართობი ლაგუნების ჩათვლით — 159 კმ². 2013 წელს კუნძულების მოსახლეობა შეადგენდა — 8584 ადამიანს[1] (დროებითი მოსახლეობის ჩათვლით — 9019 ადამიანს, 2013 წელი).

უოლისის კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Wallis

უოლისის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°10′ ს. გ. 176°08′ ა. გ. / 13.167° ს. გ. 176.133° ა. გ. / -13.167; 176.133
კუნძულთა რაოდენობა 23
მთავარი კუნძული უვეა
ფართობი 96 კმ²
უმაღლესი წერტილი 151 მ
უოლისი და ფუტუნის დროშა უოლისი და ფუტუნა
ოლქი უვეა
დემოგრაფია
მოსახლეობა 8584 (2013)
სიმჭიდროვე 89,417 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

უოლისის კუნძულები შედგება შედარებით დიდი უვეას კუნძულისაგან (ფართობი 77,9 კმ²[2] და 22 უფრო პატარა კუნძულისაგან. ყველა კუნძულის ხმელეთის საერთო ფართობია — 96 კმ² (ლაგუნების ჩათვლით — 159 კმ²). უვეას კუნძული — დაბალი ვულკანური კუნძულია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია — მთა ლულუ-ფაკაჰეგა (Lulu-Fakahega) სიმაღლით 151 მეტრი. ჩამქრალი ვულკანების კრატერების კონუსები ქმნიან გორაკებს კუნძულის ცენტრში და სამხრეთში (ლოკა, აფაფა, ლულუ ლუო, ჰოლო, ჰოლოგა, ატალიკა და სხვა). კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენს ლავის ძველი ნაკადებით წარმოქმნილ ვაკეს. უოლისის კუნძულები გარშემორტყმულია ბარიერული რიფებით. კუნძულების ბარიერული რიფები ასიმეტრიულია. აღმოსავლეთის მხრიდან ის მდებარეობს უვეას მთავარი კუნძულიდან შორს. ამავე მხრიდან რიფში მდებარეობს 19 კუნძული. დასავლეთი მხრიდან ის ახლოა და მასში მდებარეობს ოთხიდან სამი გასასვლელი (ფატუმანინი, ფუგა’უვეა და ავატოლუ). მეოთხე გასასვლელი — ჰონიკულუ — მდებარეობს სამხრეთით. ლაგუნის აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე უფრო ღრმაა (40 მეტრი მატა-უტუს სრუტეში)[3]. დასავლეთი ნაწილი უფრო დაბალი სიღრმისაა. ყველაზე უფრო დიდი სიგანეა — 5 კმ. დღე-ღამის განმავლობაში შეიმჩნევა ორი მთლიანი მიქცევა და მოქცევა. ლაგუნაში გაფანტულია 22 მომცრო კუნძული (ნუკუფოტუ (ჯგუფის ყველაზე ჩრდილოეთი კუნძული), ნუკულაელაე, ნუკუფუფულანოა, ნუკულოა, ულუიუტუ, ნუკუტეატეა, ნუკუტაპუ (ჩრდილოეთი), ლუანივა, ტეკავიკი, ნუკუჰიონე, ნუკუატეა, ფაიოა, ფენუა-ფუ (ჯგუფის ყველაზე სამხრეთი კუნძული), ფუგალეი, ნუკუჰიფალა (ჯგუფის ყველაზე აღმოსავლეთი კუნძული), ნუკუტაპუ (სამხრეთი), ნუკუმოტუ, ნუკუ’ტააკი’მოა, ნუკუაოფა, ნუკუფეტაუ, ნუკუტააკემუკუ, ჰაოფა), რომელთა ერთი ნაწილი მარჯნული, ხოლო დანარჩენი — ვულკანური წარმოშობისაა.

უოლისის მაღალი კუნძულები ჩამოყალიბებულია ოლივინური ბაზალტური ლავებისგან და პიროკლაზებისგან, უვეაზე ერთი ჩამქრალი კრატერის და მასთან დაკავშირებული ლავების ნაკადების გარდა, რომელიც ჩამოყალიბებულია ოლიგოკლაზური ანდეზიტებით. დაბალი კუნძულები ჩამოყალიბებულია კირქვიანი ქვიშებით ან ტუფის კონუსების და ლავის გუმბათის დაშლილი ნანგრევებით[4]. უოლისის კუნძულების ლავები ეკუთვნის ცენტრალურ-წყნარი ოკეანის ვულკანების ტუტე ლავების ჯგუფს[5].

უვეას კუნძული ჩამოყალიბდა 19 ვულკანური კრატერის ლავების დინებების გაერთიანებით, ორი უფრო მოგვიანებით წარმოქმნილი ლავური დინების გამოკლებით, რომლებმაც მხოლოდ ნიადაგის გადაფარვა შეძლეს. კუნძულის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია პლეისტოცენის შუა პერიოდის ლავების დინებისას. გარდამავალი ასაკის ლავები არ არსებობენ.

უოლისის კუნძულების ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული. კუნძულებზე არსებობს ადგილობრივი მასშტაბებით 7 დიდი ტბა (ლანო, ლალოლალო, ლანუმაჰა, ლანუტავაკე, ლანუტოლი, კიკილა, ალოფივაი). ყველა ისინი, ლანუტოლის გარდა, მტკნარია და ავსებენ კუნძულ უვეას ჩამქრალი ვულკანების კრატერებს (კიკილას გარდა). ყველაზე დიდი ტბაა — კიკილა (17,9 ჰა[6]). ამას გარდა, მთავარი კუნძულის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს დაახლოებით 20 მლაშე ტბა/ჭაობი. საკმაოდ ბევრია მოკლე ნაკადულები და წყაროები (ასევე გვხვდება მომცრო კუნძულებზეც). უვეას კუნძული დაფარულია მოწითალო ლატერიტული ნიადაგით, რომელიც მდიდარია რკინის და ალუმინის ოქსიდებით, მაგრამ ღარიბია აზოტით და ფოსფორით, და ამიტომ ის ნაკლებად ნაყოფიერია. ასეთივე ნიადაგი დამახასიათებელია უოლისის ჯგუფის სხვა ვულკანური კუნძულებისათვის. დანარჩენი კუნძულების გრუნტი წარმოდგენილია კარბონატული ქვიშით.

ისტორია რედაქტირება

ევროპელებმა კუნძულები აღმოაჩინეს 1767 წელს და მისი აღმომჩენის სამუელ უოლისის პატივსაცემად უწოდეს უოლისის კუნძულები. 1842 წლიდან კუნძულები ეკუთვნის საფრანგეთს.

მოსახლეობა რედაქტირება

2013 წლის აღწერის საფუძველზე კუნძულებზე ცხოვრობდა 8584 ადამიანი[1]. კუნძულების ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია მატა-უტუ, სადაც 2013 წელს ცხოვრობს[1] 1075 ადამიანი. სულ კუნძულებზე არსებობს 21 დასახლებული პუნქტი. მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს უოლისის (უვეას) ხალხს. ძირითადი სასაუბრო ენებია — უოლისური (უვეანური) და ფრანგული. ძირითადი რელიგიააკათოლიციზმი.

ტერიტორიული
რაიონი/სოფელი (ქართ.)
ტერიტორიული
რაიონი/სოფელი (ფრანგ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2013)
ადმინისტრაციული ცენტრი
ად. (2013)
ჰაჰაკე: Hahake 57 3529 მატა-უტუ (1075)
აჰოა Ahoa - 431 -
აკა’აკა Aka’aka - 495 -
ფალალეუ Falaleu - 586 -
ჰა’აფუასია Ha’afuasia - 353 -
ლიკუ Liku - 589 -
მატა’უტუ Mata’utu - 1075 -
ჰიჰიფო: Hihifo 48 2009 ვაიტუპუ (441)
ალელე Alele - 551 -
მალა’ე Mala’e - 463 -
ტუფუ’ონე Tufu’one - 185 -
ვაილალა Vailala - 369 -
ვაიტუპუ Vaitupu - 441 -
მუა: Mua 54 3046 მალა’ეფო’ოუ (175)
გაჰი Gahi - 249 -
ჰა’ატოფო Ha’atofo - 181 -
ჰალალო Halalo - 478 -
კოლოპოპო Kolopopo - 112 -
ლავეგაჰაუ Lavegahau - 342 -
მალა’ეფო’ოუ Mala’efo’ou - 175 -
ტე’ესი Te’esi - 248 -
ტეპა Tepa - 264 -
უტუფუა Utufua - 615 -
ვაიმალაუ Vaimalau - 382 -

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

უოლისის კუნძულები შედგება ერთი ოლქისაგან უვეა, რომელიც თავის მხრივ იყოფა სამ რაიონად:

რაიონი (ქართ.) რაიონი (ფრანგ.) ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2013)[7]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი,
ად. (2013)
სოფლების რაოდენობა
1 ჰაჰაკე Hahake 57 3529 61,91 მატა-უტუ (1075) 6
2 ჰიჰიფო Hihifo 48 2009 41,85 ვაიტუპუ (441) 5
3 მუა Mua 54 3046 56,41 მალა’ეფო’ოუ (175) 10
სულ 159 8584 53,99 21

ეკონომიკა რედაქტირება

სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას უკავია პირველი ადგილი კუნძულების პრაქტიკულად ყველა მოსახლისათვის. სასოფლო სამეურნეო პროდუქტები უპირველეს ყოვლისა განსაზღვრულია საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ბევრ შემთხვევაში არ გადის ბაზარზე. თევზჭერა, რომლის განვითარებასაც დიდ ყურადღებას უთმობს ტერიტორიის ხელისუფლება, ჯერ კიდევ არასაკმარისადაა განვითარებული ადგილობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც კი. თუმცა საშუალო სიჩქარით განვითარების პერსპექტივისათვის იგეგმება ამ დარგის ზრდა და თევზსაჭერი პორტის მშენებლობა.

ფულადი ერთეულია — ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი. 2009 წლის 31 მაისის მდგომარეობით 1 ამერიკული დოლარი ღირდა 85,45 ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი[8]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის აღწერა (2013 წელი)
  2. RA2007_Wallis.pdf. საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ემისიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-09. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  3. État des milieux à Wallis et Futuna - Ministère de l'Écologie, de l'Énergie, du Développement durable et de l'Aménagement du territoire. Ministère de l'Écologie, de l'Énergie, du Développement durable et de la Mer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-24. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2009.
  4. GEOLOGY OF THE WALLIS ISLANDS -- STEARNS 56 (9): 849 -- GSA Bulletin. Geological Society of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2009.
  5. PETROGRAPHY OF THE WALLIS ISLANDS -- MACDONALD 56 (9): 861 -- GSA Bulletin. Geological Society of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2009.
  6. WALLIS and FUTUNA. Wetlands International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  7. City Population — Statistics & Maps of the Major Cities, Agglomerations & Administrative Divisions for all Countries of the World
  8. Currency Converter - Yahoo! Finance. Yahoo!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 31 მაისი 2009.