კოღოები (ლათ. Culicidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. აქვთ ერთი წყვილი სიფრიფანა ფრთა მეორე გადაქცეულია ბზუალებად. მომრგვალო თავის წინა ნაწილში პირის ორგანოები — ხორთუმი და საცეცები. აქვს წვრილი, 15-ნაწევრიანი, მოკლე (დედლებში) ან გრძელი (მამლებში) ბეწვებით დაფარული ულვაშები. კვერცხი, მატლი და ჭუპრი დამდგარ ან მდორე წყალში ვითარდება. მატლი წყლის მცენარეულობითა და ცხოველებით იკვებება. სისტემატურად ამოდის წყალსატევის ზედაპირზე და ისევე, როგორც ჭუპრი, ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს. ცნობილია 2000-მდე სახეობა, რომელთაგან ბევრი სისხლმწოვია, ადამიანისა და ცხოველების ექტოპარაზიტია. ზოგს დაავადებული ორგანიზმიდან ჯანსაღ ადამიანზე სხვადასხვა დაავადების გამომწვევები გადააქვს. კოღოების ოჯახი იყოფა 3 ქვეოჯახად: Culicinae (ნამდვილი კოღოები) Dixinae და Chaoborinae. ნამდვილი კოღოების (Anophelini-ს) ქვეოჯახიდან ყოფილ სსრკ-ში გვხვდება გვარები Anopheles (მალარიის კოღო), Uranotaenia, Theobaldia, Orthopodomyia Mansonia, Aedes და Culex.

კოღოები
Aedes aegypti
Aedes aegypti
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Culicidae

მალარიის კოღოებს გადააქვთ მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმები. არამალარიის კოღოებიდან აღსანიშნავია Aedes-ის გვარში შემავალი მრავალი სახეობა, რომელიც ადამიანისა და ცხოველების მავნებელია. მაგ., Aedes aegipti-ს გადააქვს ყვითელი ცხელების ვირუსი, ხოლო Aedes-ისა და Culex-ას ზოგ სახეობას (Aedes japonicus, Aedes togoi, Culex bithaeniorhynchus) და სხვა — იაპონური ენცეფალიტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Павловский Е. Н., Руководство по паразитологии человека с учением о переносчиках трансмиссивных болезней, 5 изд., т. 1-2, М.—Л., 1946-1948;
  • Учебник медицинской энтомологии, под ред., В. Н. Беклемишева, ч. 1—2, М., 1949

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება