ჭუპრი
ჭუპრი — მწერების განვითარების შუალედური სტადია მეტამორფოზის დროს. ჭუპრის სტადიაში მწერი უძრავია, არ იკვებება, მასში მიმდინარეობს ინტენსიური შინაგანი გარდაქმნა, რის შედეგადაც მწერი მატლიდან იმაგოდ გარდაიქმნება.
არსებობს ჭუპრის 3 ფორმა:
- თავისუფალი ჭუპრი — კარგად ემჩნევა სხეულის დანაწევრება, კიდურები და დანამატები.
- დაფარული ჭუპრი — სხეულის დანამატები და კიდურები ისე მჭიდროდაა მიკრული კანზე, რომ ოდნავ შესამჩნევია და ჭუპრის სხეული გარედან გარსით დაფარულს ჰგავს.
- კასრისებრი ჭუპრი — მალული, ანუ ცრუ ჭუპრი. მატლს დაჭუპრების წინ კანი არ სძვრება, იგი გამოცვლილ და გახევებულ პარკშია მოთავსებული ისე, რომ გარეგნულად ჭუპრის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
ჭუპრის შინაგანი ცვლილებები 2 პროცესად იყოფა: მატლის ქსოვილისა და ორგანოთა დაშლა და ზრდასრული მწერის ახალი ქსოვილებისა და ორგანოების წარმოქმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 408.