ფარვატერი
ფარვატერი (ნიდ. vaarwater < varen – მოძრაობა, ცურვა და water – წყალი) — ნავიგაციისათვის უსაფრთხო გასასვლელი წყლის სივრცეში (მდინარე, ტბა, ზღვა, სრუტე და სხვ.), რომელსაც აქვს საკმაო სიღრმე და რომელშიც არ არის დაბრკოლებები ნაოსნობისათვის. ფარვატერს აღნიშნავენ სანავიგაციო მოწყობილობებით — ბუიებით, კვეთის ნიშნებით და სხვ.
მდინარეებზე ფარვატერი ჩვეულებრივ გადადის კალაპოტის მცირე სიღრმის ხაზზე.
დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ:
- მისასვლელ;
- მთავარ;
- შემაერთებელ ფარვატერებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 227.