ლატერიტი
ლატერიტი (< ლათ. later – აგური) — ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკლი ჰავის პირობებში ლატერიტიზაციის შედეგად წარმოქმნილი ალუმინისილიკატების გამოფიტვის ელუვიური პროდუქტი. ლატერიტი გამოფიტვის ქერქის გათბობის, ორგანული ნივთიერების სწრაფი დაჟანგვისა და Fe-ის ძნელად გატანის გამო წითელი ფერისაა. იგი ძირითადად შედგება კაოლინიტის, რკინის ჟანგის, ტიტანის ორჟანგის, ჯიბსიტის, მაგნეტიტისა და ჰალუაზიტისაგან.
Fe-ის შემცველ ულტრაფუძე ქანებზე განვითარებულ ლატერიტებთანაა დაკავშირებული რკინის მადნები, Ni-საზე – ნიკლის სილიკატური მადნები (ზოგჯერ Cr-ისა და Co-ის მნიშვნელოვანი შემცველობით), ტუტე ქანების გამოფიტვასთან კი — ბოქსიტის ელუვიური საბადოები.
ალუმინსილიკატური ქანების ძლიერ და ხანგრძლივ გამოფიტვის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის პირობებში და რომელიც წარმოქმნის ლატერიტს ეწოდება ლატერიტიზაცია, რომელიც ქიმიზმის დამახასიათებელია ქანიდან ტუტების, ტუტემიწებისა და კაჟმიწის გამოტანა და გამოფიტვის ქერქში Al-ის, Fe-ის, და Ti-ის ჟანგების დაგროვება. ლატერიტიზაციის ინტენსივობა და გამოფიტვის ქერქის სისქე დამოკიდებულია დედაქანის შედგენილობაზე, ჰაერის ტემპერატურასა და ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე, გრუნტის წყლების ვერტიკალური ფილტრაციის ზონის სისქეზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩიხრაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 135.