დედაქანი
დედაქანი — ქანის ზედაპირული ფენა, რომელზეც ბიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების, აგრეთვე ადამიანის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება ნიადაგი. დედაქანის თვისებები იცვლება ნიადაგთწარმომქმნელი ფაქტორების — კლიმატის, მცენარეულობისა და სხვ. ზემოქმედებით. დედაქანს ყოფენ წარმოშობის (მაგალითად ალუვიური, მაგმური და სხვ.), ქიმიურ-მინერალოგიური თვისებებისა (კარბონატული, კვარციანი და სხვ.) და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. საქართველო გამოირჩევა დედაქანების მრავალფეროვნებით. გავრცელებულია სხვადასხვა შედგენილობისა და ხნოვანების ალუვიური და ტბიურ-მდინარეული ნალექები, თიხაფიქლები, ქვიშაქვები, კონგლომერატები, მაგმური ქანები, ლიოსისებრი თიხნარი და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგატიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 432.