ქარიშხალასნაირნი (ლათ. Procellariiformes) — ფრინველთა რიგი. ზღვის ფრინველები არიან, ხმელეთზე მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოდიან. კოლონიურად ბუდობენ ზღვების ნაპირებზე. მონოგამები არიან. დებენ 1 კვერცხს (სახეობათა მიხედვით, ზოგი ნიადაგში ამოთხრილ ორმოში, ზოგი კლდეებში, ნაპრალებში, ქვებქვეშ), ინკუბაცია გრძელდება 6 კვირიდან (მცირე ფორმები) — 2 თვემდე. მართვები ტოვებენ ბუდეს 2-6 თვისა. სამხრეთ ნახევარსფეროში მობუდარ ფრინველთა ნაწილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზღვებზე ზამთრობს. გარეგნულად თოლიებს ჰგვანან, კარგად ფრენენ და ცურავენ, იშვიათად ყვინთავენ. რიგი მოიცავს 4 ოჯახსა და 26 გვარში გაერთიანებულ 138 სახეობას.[1] შავ და აზოვის ზღვებზე ნობადობისას გვხვდება პატარა ქარიშხალა (ლათ. Puffinus puffinus), რომელიც შესაძლოა მცირე რაოდენობით აჭარაში ბუდობდეს. ქარიშხალასნაირნი იკვებებიან უხერხემლოებით, თევზებით, მძორით, გემებიდან გადაყრილი ნარჩენებით.