სკუმბრიასებრნი, მაკრელისებრნი (ლათ. Scombridae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ თითისტარისებრი, გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული სხეული. სკუმბრიასებრნი დაახლოებით 15 გვარს მოიცავს, გავრცელებულია ტროპიკულ და ზომიერი სარტყლების ზღვებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება თინუსი (Thunnus thynus), პელამიდა (Sarda sarda), სკუმბრია (Scomber scombrus). სკუმბრიასებრნის უმრავლესობა ძვირფასი სარეწაო თევზია.

სკუმბრიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Scombridae

ლიტერატურა

რედაქტირება