ნუი
ნუი (ინგლ. Nui) — ტუვალუს კუნძულების ატოლი წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).
მშობ. სახელი: ინგლ. Nui | |
---|---|
![]() | |
გეოგრაფია | |
07°13′29″ ს. გ. 177°09′37″ ა. გ. / 7.22472° ს. გ. 177.16028° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 21 |
მთავარი კუნძული | ფენუა-ტაპუ |
ფართობი | 2,83 კმ² |
საბჭო | ნუის კუნძულოვანი საბჭო |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 548 (2002) |
სიმჭიდროვე | 193,64 ად. /კმ² |
გეოგრაფიარედაქტირება
შედგება 21 კუნძულისაგან (მოტუსაგან): ფენუა-ტაპუ (ყველაზე დიდი, 1,38 კმ²), მეანგი, მოტუპუაკაკა, პაკანტოუ, პილიაიევე, პონგალეი, ტალალოლაე, ტოკინივაე, უნიმაი და სხვა 12 უფრო პატარა მოტუ.
ისტორიარედაქტირება
ადგილობრივი ლეგენდების თანახმად ნუის მოსახლეობის წიმაპრები აქ მოვიდნენ გილბერტის კუნძულებიდან. კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი 1568 წელს გახდა ესპანელი მოგზაური ალვარო მენდანია დე ნეირა, რომელმაც ატოლს სახელად დაარქვა იესოს კუნძული (ესპ. Isla de Jesús).
მოსახლეობარედაქტირება
2002 წლის აღწერის მონაცემებით ატოლ ნუის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 548 ადამიანს[1]. ატოლის მოსახლეობა ლაპარაკობს კირიბატულ ენაზე, კირიბატის ოფიციალურ ენაზე, და ტუვალუს ენაზე, ტუვალუს ოფიციალურ ენაზე.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.