ერმანისწყალი
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ერმანისწყალი — მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 75 კმ². იწყება ხარულისა და ერმანის ქედების შესაყართან, ერთვის დიდ ლიახვს სოფელ ზღუბირთან.
ერმანისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
ხარულის ქედი, ერმანის ქედი 42°28′48″ ჩ. გ. 44°17′28″ ა. გ. / 42.48000° ჩ. გ. 44.29111° ა. გ. |
შესართავი |
ლიახვი 42°32′03″ ჩ. გ. 44°05′43″ ა. გ. / 42.53417° ჩ. გ. 44.09528° ა. გ. |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 75 კმ² |
მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,16 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,16 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 67.