ვაყის საჯარო სკოლა
ვაყის საჯარო სკოლა — საჯარო სკოლა სოფელ ვაყაში. პირველი სასწავლო დაწესებულება სოფელში XIX საუკუნის დასასრულისათვის დაარსდა. სკოლაში სწავლება 4-წლიანი იყო, კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ სოფლის ბატონისათვის სასახლე ჩამოურთმევიათ და შიგ 7-წლიანი სკოლა გაუხსნიათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშუალო სკოლად გადააკეთეს. სკოლა ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ახალი შენობის აშენებამდე (1986 წელი).
ვაყის საჯარო სკოლა | |
---|---|
დევიზი: | ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს |
დაარსდა: | 1986 |
დირექტორი: | მამუკა მაჭარაშვილი |
ტიპი: | საჯარო |
მოსწავლე: | 307 |
მისამართი: | ვაყა, ხაშურის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
ტელეფონი: | +995 (368) 248212 |
ელ. ფოსტა: | vaya@posta.ge |
ვაყის საჯარო სკოლის დღევანდელი შენობა აშენებულია 1986 წელს, არის სამსართულიანი, აქვს სტანდარტული სპორტული, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მინიფეხბურთისა და კალათბურთის გარე მოედნები, ინფორმატიკის კაბინეტი (15 კომპიუტერით), ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიის, ისტორიისა და მუსიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტები, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და მხატვრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, ბუფეტი.
მუნიციპალიტეტის გამგეობისა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით სკოლაში გახსნილია სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლობს 12 მოსწავლე. მოქმედებს ინტერნეტი, ფუნქციონირებს ჭიდაობის დარბაზი.
ვაყის საჯარო სკოლაში დღეს სწავლობს 292 მოსწავლე, მოღვაწეობს 30 მასწავლებელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სკოლის ოფიციალური საიტი( დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. )