ინფორმატიკა
ინფორმატიკა — მეცნიერება გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერი) საშუალებით ინფორმაციის დამუშავების შესახებ.
სიტყვა ინფორმატიკა ნაწარმოებია ფრანგული სიტყვიდან Informatique, რომელიც თავად წარმოიქმნა ორი ტერმინის Information (ინფორმაცია) და Automatique (ავტომატიკა) შეერთების საფუძველზე.
ზოგადი ცნობები
რედაქტირებამე-20 საუკუნეში მეცნიერების და მრეწველობის სწრაფმა განვითარებამ და ინფორმაციის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ადამიანი უძლური აღმოჩნდა აღექვა და დანიშნულებისამებრი დაემუშავებინა ეს ინფორმაცია. შეიქმნა აუცილებლობა მოეხდინათ მისი კლასიფიცირება თემებად, შენახვა, გამოყენება, ინფორმაციის მოძრაობის კანონზომიერებების დადგენა და ა.შ. გამოკვლევებს, რომლებიც ამ პრობლემების მოსაგვარებლად წარმოებდა, უწოდეს ინფორმატიკა.
ინფორმატიკა, მათემატიკის მსგავსად, სხვა მეცნიერებებს ემსახურება. იგი არ შეისწავლის კონკრეტულ მატერიალურ ობიექტებს ან პროცესებს. ინფორმატიკა სხვა სფეროებს ამარაგებს გამოთვლითი მეთოდებით, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა ატომური ფიზიკისა და საფრენის აპარატების მექანიკის დარგში, მოგვიანებით – ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მართვის სფეროში, ამჟამად კი მისი მომხმარებელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თითქმის ყველა დარგი.
ინფორმატიკის განვითარებას დიდი სტიმული მისცა კომპიუტერის გამოგონებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარებამ.
N.B. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ერთიანი გაგება ამ ტერმინისა, მაგალითად, ინგლისური Informatics სულაც არ არის ზუსტი შესატყვისი იმ ცნებისა, რაც ფრანგებისთვის არის Informatique, ან გერმანელებისთვის - Informatik.
საერთო ცნებები და ტერმინები
რედაქტირებაალგორითმი - ალგორითმიზაცია - არითმეტიკული მოწყობილობა - ბაიტი - ბიტი - ბლოკ–სქემა - გამოთვლითი ტექნიკა - პროგრამირება - პროგრამირების ენა - ინტერფეისი - ინფორმაცია - კოდირება - კომპიუტერი - მართვის მოწყობილობა - მასივი - მონაცემთა ბაზა - ოპერატორი - ოპერაციული სისტემა - პერიფერიული მოწყობილობა - პროგრამა - პროცესორი - რეგისტრი - სისტემური პროგრამა - ტრანსლატორი - ციკლი
ინფორმატიკის დარგის გამოჩენილი მოღვაწეები
რედაქტირებაბებიჯი, ჩარლზ – ეიკენი, ჰოვარდ – ეკერტი, პროსპერ – ვირტი, ნიკლაუს – ლავლეისი, ადა – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – მოჩლი, ჯონ – ნოიმანი, ჯონ ფონ – პასკალი, ბლეზ – ტორვალდსი, ლინუს – შენონი, კლოდ – ციმერმანი, ფილ