ბიტი
ბიტი (bit) — რიცხვთა ორობით სისტემაში გამოყენებული ციფრი, რომლის შესაძლო მნიშვნელობებია 0 ან 1. ორობით სისტემაში რიცხვის ჩაწერა ხდება ნულისა და ერთიანებისაგან შემდგარი მწკრივის საშუალებით. ორობით რიცხვში გამოყოფენ თანრიგებს. მაგ. 0110110101101101–ში თანრიგის მდგომარეობა გვიჩვენებს მის მნიშვნელობას, ანუ 2–ის შესაბამის ხარისხს. მარჯვენა კიდური თანრიგი უმცირესი მნიშვნელობისაა, მარცხენა კიდური — უდიდესი. ხშირად ბიტებს ბაიტებად აერთიანებენ და ბიტების ჩაწერის თანამედროვე ფორმაც ამას ეფუძნება. რვა ბიტად გაერთიანებულ ბაიტში (მაგ. 11101100) ზოგჯერ მარცხენა კიდური თანრიგი გამოიყენება როგორც ნიშნითი.
ერთეულები ბიტებში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ათობითი სისტემა (სი თავსართები) | ორობითი სისტემა (IEC 60027) | ||||||
დასახელება | სიმბოლო | მნიშვნელობა | დასახელება | სიმბოლო | მნიშვნელობა | ||
ბიტი | bit | ბიტი | 100 | ბიტი | bit | ბიტი | 20 |
კილობიტი | kbit | კბიტი | 103 | კიბიბიტი | Kibit | კიბიტი | 210 |
მეგაბიტი | Mbit | მბიტი | 106 | მებიბიტი | Mibit | მიბიტი | 220 |
გიგაბიტი | Gbit | გბიტი | 109 | გიბიბიტი | Gibit | გიბიტი | 230 |
ტერაბიტი | Tbit | ტბიტი | 1012 | ტებიბიტი | Tibit | ტიბიტი | 240 |
პეტაბიტი | Pbit | პბიტი | 1015 | პებიბიტი | Pibit | პიბიტი | 250 |
ექსაბიტი | Ebit | ებიტი | 1018 | ექსბიბიტი | Eibit | ეიბიტი | 260 |
ზეტაბიტი | Zbit | ზბიტი | 1021 | ზებიბიტი | Zibit | ზიბიტი | 270 |
იოტაბიტი | Ybit | იბიტი | 1024 | იობიბიტი | Yibit | იიბიტი | 280 |
სიტყვა „ბიტი“ პირველად კლოდ ელვუდ შენონმა პირველად 1948 წელს გამოიყენა თავის შრომაში „კომუნიკაციის მათემატიკური თეორია“. მან ამ სიტყვის წარმოშობა ჯონ ტიუკის მიაკუთვნა, რომელსაც შენონის ცნობით ორი ინგლისური სიტყვა „binary digit“ პირველს შეუკვეცავს და მიუღია „bit“.