კვადრილიონი (ფრანგ. quadrillion; შემოკლებული ფორმა — კვადრლნ.) — ნატურალური რიცხვი, რომელიც გამოისახება ერთიანით და

  • 15 ნულით (1,000,000,000,000,000 = 10¹⁵, ათასი ტრილიონი ან მილიონი მილიარდი) გამოიყენება მოკლე სკალის რიცხვთა სახელწოდების სისტემაში: საფრანგეთში, აშშ-ში, რუსეთში;
  • 24 ნულით (1,000,000,000,000,000,000,000,000 = 10²⁴ = (10⁶)⁴, მილიონი მეოთხე ხარისხში) გამოიყენება გრძელი სკალის რიცხვთა სახელწოდების სისტემაში: დიდი ბრიტანეთის გარდა, მთელ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, ასევე ლათინური ამერიკის ზოგიერ ქვეყანაში).

ერთეულთა SI სისტემაში კვადრილიონი შეესაბამება თავსართები: პეტა — კვადრილიონის გამსოახატავად (10¹⁵) და ფემტო — ერთი მეკვადრილიონედის გამოსახატად (10⁻¹⁵).

მოკლე სკალა გრძელი სკალა
10¹⁵ კვადრილიონი ბილიარდი
10¹⁸ კვინტილიონი ტრილიონი
10²¹ სექსტილიონი ტრილიარდი
10²⁴ სეპტილიონი კვადრილიონი
10²⁷ ოქტილიონი კვადრილიარდი
10³⁰ ნონილიონი კვინტილიონი
10³³ დეცილიონი კვინტილიარდი
10³⁶ უნდეცილიონი სექსტილიონი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება