ფემტო...
ფემტო... (< femten — თხუთმეტი) — ფიზიკური სიდიდის აღმნიშვნელი სახელწოდების თავსართი, რომელიც გამოიყენება სი თავსართის SI სისტემაში — 10−15 ან 0.000 000 000 000 001. გამოიყენება მეტრიულ და სხვა გაზომვის ერთეულებთან ერთად. მიღებულია 1964 წელს ზომის და წონის გენერალური XII კონფერენციაზე. აღნიშნავს ამოსავალი ერთეულის 10−15 ნაწილს. წარმოიშვა დანიური სიტყვა femten-სგან, რომელიც ნიშნავს თხუთმეტს.
შემოკლებული აღნიშვნებია ქართულად ფ, საერთაშორისო — f.
გამოყენების მაგალითი:
- 1 ფწ (ფემტოწამი) = 10−15 წ.
- 1 ფჯ (ფემტოჯოული) = 10−15 ჯ.
- 1 ფკ (ფემტოკულონი) = 10−15 კ
რეალური ზომების მაგალითი:
- პროტონის დიამეტრია 1.6 — 1.7 ფემტომეტრი.
ასაღნიშნია რომ ”ფემტომეტრი” (10−15 მ) აქვს იგივე აღნიშვნა (ფმ), როგორც არასისტემურ ერთეულს ფერმი, რომელიc ექვივალეცაა, ხშირად გამოიყენება ბირთვულ ფიზიკაში.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 249.