ავგუსტა ადა ქინგი (ქალიშვილობით ბაირონი), გრაფინია ლავლეისი (ინგლ. Augusta Ada King Byron, Countess of Lovelace), მეტად ცნობილია, როგორც ადა ლავლეისი (დ. 10 დეკემბერი, 1815, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 27 ნოემბერი, 1852, ლონდონი) — ინგლისელი მათემატიკოსი და მწერალი. ცნობილია კალკულატორის გამოგონებით, პროექტი რომელიც დამუშავებული იყო ჩარლზ ბებიჯის მიერ. ადა ლავლეისმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი პროგრამა (ამ მანქანისთვის). მან გამოყენებაში შემოიტანა ტერმინები „ციკლი“ და „სამუშაო საკანი“, ითვლება პირველ პროგრამისტად ისტორიაში[13][14].

ადა ლავლეისი
ინგლ. Augusta Ada King, Countess of Lovelace
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1815(1815-12-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ლონდონი[11]
გარდ. თარიღი 27 ნოემბერი, 1852(1852-11-27)[12] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [10] (36 წლის)
გარდ. ადგილი მარლიბონი, გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია ჰაკნელის წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესია
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი, პროგრამისტი, პოეტი, ინფორმატიკოსი, გამომგონებელი, მთარგმნელი, მწერალი და ინჟინერი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
მეუღლე უილიამ კინგი[7]
მამა ჯორჯ გორდონ ბაირონი[7]
დედა ანა იზაბელა ბაირონი[7]
შვილ(ებ)ი ენ ბლანტი[7] , რალფ გორდონი[7] და ბაირონ კინგი[5] [7]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ადა ბაირონი, მარგარეტ სარა კარპენტერის ნახატი

დაბადების თარიღი — 10 დეკემბერი 1815 წელი, ადა იყო ერთადერთი კანონიერი შვილი ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის და მისი ცოლის ანა-იზაბელა ბაიორნის (ანაბელა). ანა-იზაბელა ბაირონმა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებში მათემატიკით გატაცების გამო მეუღლისაგან მიიღო წოდება „პარალელოგრამების დედოფალი“. ბაირონმა საკუთარი შვილი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ნახა პირველად და უკანაკსნელად. 1816 წლის 21 აპრილს ბაირონმა ოფიციალურად მოაწერა ხელი განშორების ფურცელს და სმაუდამოდ მიატოვა ინლისი.

გოგონამ პირველი სახელი მიიღო აგასტა (ავგუსტა) ბაირონის ნახევარ დის, ლი ავგუსტას პატივსაცემად, რომელთანაც, ჭორების თანახმად მას რომანი ჰქონდა. განშორების შემდეგ დედა და დედის მშობლები არასოდეს მიმართავდნენ გოგოს ამ სახელით, და უძახდნენ ადას. ამას გარდა, ოჯახის ბიბლიოთეკაში მთლიანად ამოღებული იყო მამამისის წიგნები.

ახალშობილის დედამ შვილი მშობლებს გადასცა და გაემგზავრა გამაჯანსაღებელ კრუზზე. დაბრუნდა მაშინ, როდესაც ბავშვის აღზრდა უკვე შესაძლებელი იყო. სხვადასხვა ბიოგრაფიებში გამოითქმება სხვადასხვა მტკიცებულებები იმის შესახებ, ცხოვრობდა თუ არა ლი ადა თავის დედასთან: ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის დედამისის ცხოვრებაში პირველ ადგილს იკავებდა, ქორწინების დროსაც. სხვა წყაროებით ის არასოდეს იცნობდა თავის მშობლებს.

მისის ბაირონმა ადასთვის თავისი ყოფილი მასწავლებლები მოიწვია — შოტლანდიელი მათემატიკოსი აუგუსტუს დე მორგანი და ცნობილი მერი სომერვილი, რომელმაც გადათარგმნა ფრანგულიდან მათამეტიკოსი და ასტრონომი პიერ-სიმონ ლაპლასას „ტრაქტატი ზეცის მექანიკაზე“. სწორედ მერი გახდა თავისი აღზრდილისთვის მისაბაძი ადამიანი.

როდესაც ადას ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა, მან შეძლო საზღვრებს გარეთ გასვლა და მეფისა და დედოფლის წინაშე წარდგენა. ჩარლს ბებეჯის სახელი ახლგაზრდა მის ბაირონმა პირველად სასადილო მაგიდასთან გაიგონა მერი სომერვილისგან. რამდენიმე კვირის შემდეგ, 1833 წლის 5 ივნისს, ისინი პირველად შეხვდნენ. ჩარლზ ბებიჯი მათი გაცნობის მომენტში იყო პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე — როგორც სერ ისააკ ნიუტონი საუკუნე ნახევრის წინ. მოგვიანებით მან იმ ეპოქის სხვა გამოჩენილი პიროვნებებიც გაიცნო: მაიკლ ფარადეი , დევიდ ბრიუსტერი, ჩარლს უიტსონი, ჩარლზ დიკენსი და სხვები.

თანამდებობაზე მოხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე მან სათვლელი მანქანის აღწერა დაასრულა, მას შეეძლო ზუსტად ეწარმოა გამოთვლები ოც აღნიშვნამდე. მონახაზი ბევრი ლილვაკებითა და გადამყვანებით, რომლებიც მოძრაობით გადაეცემოდა ბერკეტს, მოხვდა პრემიერ მინისტრის მაგიდაზე. 1823 წელს დაფინანსებული იყო პირველი სუბსიდი იმის ასაშენებლად რაც დღესდღეობით სამყაროში კომპიუტერისა და „ბებიჯის დიდი განსხვავებული მანქანის“ სახელითაა ცნობილი. მშენებლობა ათ წელიწადს გრძელდებოდა და მანქანის კონსტრუქცია სულ უფრო და უფრო რთულდებოდა, და 1883 წელს დაფინანსება შეწყდა .

ხსოვნა რედაქტირება

 

1975 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პროგრამირების უნივერსალური ენის გამოგონება-გადამუშავების დაწყების შესახებ. მინისტრმა წაიკითხა მომუშავე პერსონალის მიერ მომზადებული ისტორიული ეკსკურსი და შეყოყმანების გარეშე დაამტკიცა პროექტი და ასევე შემოთავაზებული სახელი მომავალი აენისათვის — „ადა“. 1980 წლის 10 დეკემბერს დამტკიცებული იყო ენის სტანდარტები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 Lundy D. R. The Peerage
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 Kindred Britain
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 261. — ISBN 978-1-85743-228-2
  11. Amson-Bradshaw G. Pioneers of Science and Technology — 2018. — P. 13. — 48 p. — ISBN 978-1-5263-0422-3
  12. Байрон, Джордж-Ноэль-Гордон // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IIа. — С. 726–730.
  13. Fuegi, J; Francis, J (October–December 2003), "Lovelace & Babbage and the creation of the 1843 'notes'", Annals of the History of Computing (IEEE) 25 (4): 16–26,
  14. „Ada Lovelace honoured by Google doodle“. The Guardian. 10 December 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.