კომპიუტერული პროგრამა

კომპიუტერული პროგრამა (ან უბრალოდ პროგრამა) — ბრძანებათა თანამიმდევრობა, რომლებიც უზრუნველყოფს გამომთვლელ მანქანაში (კომპიუტერში) რაიმე დავალების შესრულებისთვის საჭირო ოპერაციათა განხორციელების რიგს[1]. კომპიუტერი ცენტრალური პროცესორის მეშვეობით ასრულებს პროგრამის ბრძანებებს. პროგრამას აქვს გაშვებადი სახე, ანუ პროცესორი მას იყენებს პირდაპირ, რათა შეასრულოს ინსტრუქციები. იგივე პროგრამა შეიძლება იყოს ადამიანისთვის აღქმად ფორმაში, რომელსაც პროგრამის კოდი (ან სორს კოდი) ეწოდება. ზოგადად გაშვებადი ფაილი იქმნება პროგრამის კოდიდან (იხ. კომპილირება).

#include <stdio.h>

int main()
{

printf("Hello world!\n");
return 0;

}

პროგრამის კოდი დაწერილი C ენაში

პროგრამას ქმნის პროგრამისტი პროგრამირების ენის დახმარებით. პროგრამა გარდა გაშვებადი ფაილისა შეიძლება მოქმედებაში მოვიდეს ინტერპრეტატორის გამოყენებითაც; ამ დროს პროგრამის კოდის გადაყვანა საჭირო აღარაა.

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 194.