ვაყის ღვთისმშობლის ეკლესია
ვაყის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის სამხრეთით 200 მეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. დაზიანებულია: მორღვეულია ფასადების ზედა ნაწილი.
ეკლესია დარბაზულია (8,5X5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით. შესასვლელი ჩრდილოეთით და დასავლეთიდანაა. დასავლეთის შესასვლელი შიგნიდან სწორკუთხაა და გარედან შეისრული თაღითაა გადახურული. შეისრული ფორმისაა რიყის ქვით ნაწყობი კამარა და კონქიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 433.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7220