ნიგოითი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ნიგოითისოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ლანჩხუთიდან 6 კმ. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფელი
ნიგოითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოითი
კოორდინატები 42°04′59″ ჩ. გ. 42°06′29″ ა. გ. / 42.08306° ჩ. გ. 42.10806° ა. გ. / 42.08306; 42.10806
დაარსდა განვითარებული შუა საუკუნეები
ადრეული სახელები ნიგოეთი
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 615[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნიგოითი — საქართველო
ნიგოითი
ნიგოითი — გურიის მხარე
ნიგოითი
ნიგოითი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნიგოითი

იოჰან გიულდენშტედტი იხსენიებს ნიკოსდიდის სახელით. სოფელი თავად მაჭუტაძეების საკუთრებას წარმოადგენდა და სამაჭუტაძეოში შედიოდა.[3] სოფელში იდგა მაჭუტაძეების ციხე, რომელიც 1820 წლის აჯანყების დროს დაანგრიეს. 1854 წელს ყირიმის ომის დროს სოფელში გაიმართა ნიგოითის ბრძოლა, რომელშიც რუსეთის იმპერიის ჯარმა დაამარცხა ოსმალეთის იმპერიის ჯარი. 1870-იან წლებში სოფელში შენდებოდა ახალი ქვის ეკლესია, რომელსაც ფუნქციურად უნდა შეეცვალა ძველი პატარა ტაძარი. ამ დროს სოფელში 180 კომლი ცხოვრობდა. 1872 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1875 წელს სკოლაში სწავლობდა 112 მოსწავლე. სოფელში ცხოვრობდა 221 დროებით-ვალდებული გლეხი და მემამულე მაჭუტაძეები.[4] 1883 წელს სოფელში გაიარა სარკინიგზო ხაზმა და მოეწყო რკინიგზის სადგური. 1895 წლის იანვარში ნიგოითს სტუმრობდა მარჯორი უორდროპი. მას დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ჰანა ტარსი მასპინძლობდა.[5]

გლეხთა მოძრაობის პერიოდი

რედაქტირება

თავადი მაჭუტაძეები ფლობდნენ დიდ მამულს, 1200 დესეტინა მიწას, რომელიც ყველაზე დიდი საკუთარება იყო გურიის სოფლებს შორის. ამ დროს ნიგოითი წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოების ცენტრს, სადაც შედიოდა 7 სოფელი და 1600-მდე მცხოვრები. მაჭუტაძეებს მიწა ბანკში ჰქონდათ დაგირავებული. ბანკის ვალის გადასახდელად მათ გლეხებს მიწის საიჯარო ქირა გაუზარდეს. 1902 წლის მაისში სოფელში მოხდა გლეხთა შეიარაღებული გამოსვლა საძოვრებზე საიჯარო ფასის გამო. საპროტესტო გამოსვლებს სათავეში ჩაუდგა ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე.[6] მისი ხელმძღვანელობით ადგილ „პლატოზე“ დაახლოებით 700-800-მა გლეხმა დადო ფიცი საერთო ბრძოლაზე. ამ ადგილს შემდეგ დაერქვა „ნაფიცვარა“. ფიცის გარემოებების გასარკვევად სოფელში ჩავიდა ოზურგეთის მაზრის უფროსი, რომელმაც ვერაფერი გაარკვია. მის შემდეგ, ივნისში ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ჩავიდა ანიგოითსა და სხვა სოფლებში გლეხების დასაშოშმინებლად. 1903 წლის მაისში გლეხებმა ბოიკოტი გამოაცხადეს მემამულეების მიწების იჯარით აღებასა და დამუშავებაზე.[7] 8 აგვისტოს სოფელში დააპატიმრეს 20-მდე ადამიანი. 1904 წლის იანვრიდან მემამულეები იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ გლეხების პირობებს. 1905 წლის მარტში სოფელში ჩატარდა შეხვედრა სულთან კრიმ-გირეისთან. 27 აგვისტოს მოეწყო გლეხთა შეიარაღებული დემონსტრაცია. გურიის კომიტეტმა ნიგოითი აქცია რაიონის ცენტრად.

1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[8]

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია და შუა საუკუნეების სამრეკლო. ტაძარი სავარაუდოდ XIV საუკუნის შუა წლების უნდა ყოფილიყო. წმინდა გიორგის ეკლესია დგას პატარა ბაქანზე, ავლია ქვის გალავანი. შესასვლელი დატანებულია ქვის სამრეკლოს ქვეშ. ეკლესია მაღალი კვადრატული შენობაა, უგუმბათო, დახურული ყავრით. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ლომთან მებრძოლი მამაკაცის ბარელიეფი და წარწერა. გალავანი დასავლეთიდან ეკვრის ეკლესიას და ხუთ მსხვილ ტლანქ სვეტს ეყრდნობა. გალერეა ეკლესიიდან გამოყოფილია კარიბჭით. ეკლესიის კედლები დაფარულია ჭრელი მხატვრობითა და დაზიანებული ფრესკებით.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1908[9] 764
1911[10]   881
2002   789
2014   615[1]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-06. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
  3. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
  4. დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
  5. გაზეთი ალიონი N33 2018 წ. გვ. 7
  6. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 15, ISBN 978-9941-9458-6-1.
  7. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 11.
  8. Кавказский календарь на 1914 год
  9. Кавказский календарь на 1910 год
  10. Кавказский календарь на 1912 год