ჯაპანა
ჯაპანა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 50 მ. ქალაქ ლანჩხუთიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. ასევე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ჯაპანა-აბაშა. სოფლის ტერიტორიაზე არის სამი ტბა: ჯაპანის ტბა, დიდი ნარიონალი და მცირე ნარიონალი.
სოფელი | |
---|---|
ჯაპანა | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოითი |
კოორდინატები | 42°05′47″ ჩ. გ. 42°12′04″ ა. გ. / 42.096472° ჩ. გ. 42.201167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,7 %, უკრაინელები 1,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ციხე
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების ციხე. ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე. ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია ციხის ციტადელი, რომელსაც გარს ერტყმის ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავანი. კედლები ნაგებია „ფარდაგულად“ – ქვით, აგურითა და ბათქაშის ხსნარით. ციხის მახლობლად დიდი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 3 ეკლესიის ნაშთი, მათ შორის ერთია „პატარა ჯიხეთად“ წოდებული ეკლესია.[2]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 350 | ||
1911[4] | 407 | ||
2002 | 361 | ||
2014 | 306 |
თევზის მეურნეობა
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში, 1934 წელს სოფელში მოეწყო თევზის მეურნეობა 140 ჰექტარ ფართობზე. ტბორები წყალს იღებდა მდინარე რიონისა და ხევისწყლისგან. მისი მწარმოებლურობა 70-80 ტონას შეადგენდა.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 541.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9032
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ ღლონტი გ., ცერცვაძე გ., „გურიის რეგიონის აგრარული სექტორის ეკონომიკა“ გვ. 97 — თბილისი, 2014, ISBN 978-9941-10-913-3