ქვიანი
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
ქვიანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 45 მ., ლანჩხუთიდან 10 კმ. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, ასევე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სოფელში შემორჩენილია „ნასაყდრის“ არქეოლოგიური კომპლექსი[2]
სოფელი | |
---|---|
ქვიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოითი |
კოორდინატები | 42°05′30″ ჩ. გ. 42°10′19″ ა. გ. / 42.09167° ჩ. გ. 42.17194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 45 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 715[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნეში სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[3] 1908 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომლის დირექტორი იყო თეოფანე კალანდარიშვილი.[4]
მოსახლეობა
რედაქტირება1908 წლის მონაცემებით სოფლის მოსახლეობას შეადგენდნენ მეგრელები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 550 | ||
1911[6] | 665 | ||
2002 | 882 | ||
2014 | 715 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- დავით ართმელაძე (1865-1938) — გენერალი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 520.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8994
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год