ჯაპანის ტბა

ტბა საქართველოში, გურიის მხარეში

ჯაპანის ტბა — ნამდინარევი ტბა დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 13,6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,17 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 5,2 კმ². საშუალო სიღრმე 3,7 მ. წყლის მოცულობა 4,3 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ჯაპანის ტბა დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად.[1] ზამთარში ამ ტბაზე გადამფრენი ფრინველები ბინადრობენ, ასობით გარეული იხვი და სხვა ტიპის ფრინველები.[2]

ჯაპანის ტბა
კოორდინატები: 42°05′56″ ჩ. გ. 42°12′26″ ა. გ. / 42.099000° ჩ. გ. 42.207361° ა. გ. / 42.099000; 42.207361
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 13,6 
ფართობი 1,17 კმ²
მოცულობა 0,0043 კმ³
საშუალო სიღრმე 3,7 
აუზის ფართობი 5,2 კმ²
ჯაპანის ტბა — საქართველო
ჯაპანის ტბა
ჯაპანის ტბა — გურიის მხარე
ჯაპანის ტბა
  1. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 541.
  2. ჯაპანის ტბა | Georgian Travel Guide