ჩაქვი

დაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ჩაქვიდაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (დაბა ჩაქვი, სოფლები: ბუკნარი, სახალვაშო). ჩაქვში არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე კულტურის, განათლების და ჯანდაცვის ობიექტები. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6720 კაცი.[1] ჩაქვი შავი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. დაბაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

დაბა
ჩაქვი

სარადარო სადგური ჩაქვში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩაქვი
კოორდინატები 41°43′08″ ჩ. გ. 41°44′00″ ა. გ. / 41.71889° ჩ. გ. 41.73333° ა. გ. / 41.71889; 41.73333
ამჟამინდელი სტატუსი 1954
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6720[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95,6 %
სომხები 1,7 %
რუსები 1,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 426
საფოსტო ინდექსი 6400
ჩაქვი — საქართველო
ჩაქვი
ჩაქვი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ჩაქვი
ჩაქვი — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ჩაქვი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 30 მ, ქობულეთიდან 12 კმ. დაბაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. დაბაში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 12 000 ლ/დ.[2]

ადამიანს ჩაქვში ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი. ჩაქვი შედიოდა გურიის სამთავროში 1720-იან წლებამდე. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]

1878 წლიდან შეიერთა რუსეთის იმპერიამ. ჩაქვი ქართული მეჩაიეობის ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. 1885 წელს ინჟინერ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სოლოვცოვმა (Александр Александрович Соловцов, გ. 1896) გამოიწერა ჩაქვის სადგურის ახლოს, 1,5 ჰექტარზე გააშენა ჩაის პლანტაცია. 1890-იან წლებში რუსმა მეწარმე პოპოვმა ჩაქვში, კაპრეშუმსა და სალიბაურში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. მანვე 1899 წელს ააშენა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა. 1895 წელს საუფლისწულო საზოგადოებამ ჩაქვში 16 ჰექტარზე გააშენა პლანტაცია. ჩაის სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან მიწვეულ იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. ჯონჯაო და ჩაქვის პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული.[4]

დაბის სტატუსი მიიღო 1954 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეჩაიეობის და მეციტრუსეობის მეურნეობები, ჩაის ოთხი ფაბრიკა, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, პოლიკლინიკა და საავადმყოფო.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989[5] 7257
2002[5] 8100  
2014[1] 6720  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
  3. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 178.
  4. ჩაი საქართველოში
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.