ჩაქვისწყალი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჩაქვისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, 1295 მ სიმაღლეზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 25,2 კმ, მდინარის აუზის ფართობი 176 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. მისი შენაკადებია დონისის წყალი; მტირალას წყალი; ხალას ღელე; მეჩხერი. ჩაქვისწყლის შენაკადებია საღორელისწყალი, ბეთლემისწყალი, წყალიმეჩხრის წყალი.[1]
ჩაქვისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°43′40″ ჩ. გ. 41°53′50″ ა. გ. / 41.72778° ჩ. გ. 41.89722° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1295 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 41°42′52″ ჩ. გ. 41°43′20″ ა. გ. / 41.71444° ჩ. გ. 41.72222° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 25,2 კმ |
აუზის ფართობი | 176 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,2 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 87.