კაჭრეთი
კაჭრეთი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 700 მეტრი, გურჯაანიდან 35 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1958 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
კაჭრეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | კაჭრეთი |
კოორდინატები | 41°38′55″ ჩ. გ. 45°40′49″ ა. გ. / 41.64861° ჩ. გ. 45.68028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1958[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი.[2]
ისტორია
რედაქტირებასოფლის ტერიტორია უძვეელესი დროიდან წარმოადგენდა ადამიანთა სამოსახლოს. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით მისი სახელწოდება მომდინარეობდეს კაჭარიდან, საბას განმარტებით „კაჭარად“ იყოდება „უწყლოს ალაგს რიყის მსგავსი ქვა“.
კაჭრეთი მდებარეობს ქართლ-კახეთის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზაზე. აქ გათხრილ ადრინდელი ფეოდალური ხანის სამარხთა ინვენტარი სრულ თანხვედრაშია მცხეთის და სამთავროს VI-VII საუკუნეების სამარხთა ინვენტრათან, რაც სპეციალისტთა აზრით მცხეთასთან უშუალო მეზობლობას და მოკლე დამაკავშირებელი გზის არსობობაზე მიუთითებს. საქართველოს ერთიანობის ხანაში, როგორც მნიშვნელოვან გზაზე მდებარე პუნქტი, კაჭრეთი უშუალოდ სამეფო ხელისულფების კონტროლს ექვემდებარებოდა. კახეთის სამეფოს წარმოქმნისთანავე კი კახეთის მეფის დაქვემდებარებაში გადავიდა. XVII-XVIII საუკუნეებში სოფლის ყმა-მამულზე წილი ანდრონიკაშვილებმა და ერასტიშვილებმა დაიდეს და კაჭრეთი სათავადო სოფელი გახდა. ამ ორ საგვარეულოს შორის ძალზე ხშირი იყო სასამართლო დავა სოფლის მამულებზე. კახეთის სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით კაჭრეთი რუსთველი ეპისკოპოსის მემარცხენე სადროშოში შედიოდა.
აქ სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევდა მევენახეობასა და მემინდვრეობას.
სოფლის არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია „სადუღას“ ველის ყორღანები (გორასამარხები), რომლებიც თარიღდება ძვ.წ II ათასწლეულის დასაწყისით. მათში აღმოჩნდა სხვადასხვა ოქროს სამკაულები, კერამიკა, სპილენძის ქვაბები, ბრინჯაოს მახვილები და სხვა არტეფაქტები რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.[3]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 1958 | 927 | 1031 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.
- გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 624-625.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 175.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საზოგადოებრივი ცენტრები დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. . centre.gov.ge
- ↑ სადუღა გორა. ციტირების თარიღი: 2024-07-09.