კაჭრეთის სამაროვანი

კაჭრეთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ჩრდილოეთით 50 მეტრზე, ე. წ. საქოლავის მინდორზე განეკუთვნება VI-VIII საუკუნეებს.

სამაროვანზე აღმოჩნდა დიდი მასიური ფილაქვებით გადახურული ორმოსამარხები. ერთ-ერთი სამარხი 1951 წელს შემთხვევით აღმოჩნდა მიწის სამუშაოების დროს, მიწის ზედაპირიდან 1,2 მეტრ სიმაღლეზე. ქვის ფილით გადახურულ ქოლექტიურ ორმოსამარხში (სამარხი ორმოს სიგრძე 2 მეტრი) დაუშლელად ესვენა მხოლოდ ერთი ჩონჩხი, დანარჩენთა ძვლები უწესრიგოდ იყო მიმოფანტული. მიცვალებული ესვენა პირით სამარხისკენ, გულაღმა, გაჭიმული ფეხებით, ხელები სხეულის გასწვრივა ჰქონდა ჩამოშვებული. სამარხში აღმოჩნდა: რკინის მშვილდსავინძი მაღალი და ბრტყელი მშვილდით და ბრინჯაოს მასიური ბეჭედი მრგვალგანიერკვეთიან ღეროზე დარჩილული თვალბუდით, რაშიც ლურჯი მინისგან ჩამოსხმული გემმაა ჩსმული ირმის სქემატური გამოსახულებით.

ლიტერატურა რედაქტირება