ბეჟიკოს საყდარი
ბეჟიკოს საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ჩრდილოეთ განაპირას, სასაფლაოზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ადგილობრივი მოსახელობის გადმოცემით ეკლესიას მეტსახელი მასში ადრე მოღვაწე მღვდლის სახელი გამო აქვს შერქმეული.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის მოზრდილი ქვით, კვადრატული აგურით და კირის ხსნარით. 1980-იან წლებში სოფლის მოსახლეობამ ეკლესია აღადგინა. შიგნით გადახურეს ხის ბრტყელი ჭერით, ხოლო გარედან თუნუქით. ეკლესიაში შესასვლეი დასავლეთიდანაა. კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთიტ ნახევარწრიული აფსიდია, რომელიოც გარედან სამწახნაგოვან აბრისშია მოქცეული, საკურთხეველი როგორც შიგნით ისე გარედანაც არ არის გამოყოფილი. აფსიდში სამი დაბალი, მშვილდისებრი თაღით გადახურული ნიშაა, მათგან ორი სარკმლის ჩრდილოეთითაა, ერთი სამხრეთით. აფსიდის შუაში გაჭრილია თაღოვანი, თითქმის პარალელურწირთხლებიანი ვიწრონ სარკმელი. თითო განიერი თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიც ერთმანეთის მოპირდაპირედ, რომლებიც საკურთხევლის სარკმელს სიგანეში ორჯერ აღმატება. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის ზემოთ, აგურის წყობით გამოყვანილია ნახევარწრიული, რელიეფური თაღი, რომელიც ორსაფეხურიან კონსულებს ეყრდნობა. ამავე კონსულებს ეყრდნობა აგურისავე წყობით გამოყვანილი რელიეფური ზოლი, რომელიც ფრონტონის წვერში გამოსახული რელიეფური ჯვრის მაღალ, საფეხუროვან კვარცხლებს ქმნის. გარედან სარკმკლები მორთულია აგურის წყობით გამოყვანილი, კონსოლებზე დაყრდნობილი რელიეფური თაღით. დასავლეთ ფასადზე აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილია შემორჩენილი. ამავე ფასადის ფრონტონის წვეროზე დადგმულია აგურის ოთხწახნაგოვანი სამრეკელო, რომელიც ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 175.