სადუღას ნამოსახლარი
სადუღას ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ სადუღას ტბის მახლობლად. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით VI - ახალი წელთაღრიცხვით IX საუკუნეები პერიოდს. ნამოსახლარი მდებარეობს ოვალურ ბორცვზე, სადაც გამოიკვეთა სამი ძირითადი კულტურული ფენა. ძეგლს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორი ზედა კულტურული ფენიდან ერთი შეიცავდა VI-IX საუკუნეებს მიწურებს - მეორე, ქვედა IV-VI საუკუნეებს. ხანის ალიზის კოშკისა დ გალავანის ნაშთებს, III კულტურულ ფენაში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ნაგებობის (სასახლის ან ციხის) ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხე. გაითხარა ამ შენობის კარიბჭე. კარიბჭის მისადგომები საფეხურებად ეშვება გორის ძირისაკენ. ასეთივე საფეხურებია სადუდაგორის ჩრდილოეთ ფერდობზეც - ტრანშყაში. კარიბჭე მოწყობილია შენობის კუთხეში და ორივე მხრიდან ფლანკირებულია ოთხკუთხა კოშკებით, რომლებიც აგებულია ძელებით ჯარგვალურად, კედლები ორივე მხრიდან ნამჯანარევი თიხის სქელი ფენითაა შელესილი. იატაკები თიხატკეპნილია. კოშკების სამხრეთით და დასავლეთით გაიწმინდა ალიზით ნაგები ბურჯები. ალიზი ხანძრისგან გამომწვარია და აგურებადაა ქცეული. ალზის ფენებს შორის თიხის ხსნარში ლერწამი ყოფილა ჩაფენილი. ბირკებსა და კოსკებს შორის მოქცეულია სამკუთხა სატავსები თიხატკეპნილი იატაკით. თხრილის ცენტრალურ ნაწილში, კარიბჭის გაგრძელებაზე გაიწმინდა შიდა ეზო, რომელიც აგრეთვე თიხით იყო მოტკეპნილი. ეზო რამდენიმე ადგილას ზედა ფენის ორმოებითაა ჩაჭრილი. შენობის ნანგრევებსა დაიატაკზე აღმოჩნდა მოყვითალო თიხის კოჭობები, ხელადები, ქოთნები და სხვა. ჭურჭელი, იარაღი (ბრინჯაოს ქარქაშიანი რკინისა და ძვლის ისრისპირები), ბრინჯაოს აბზინდები და ვარდულები, ბაზალტის მცირე ზომის ხელსაფქვავი და სხვა. ავარაუდოდ, ამავე ფენას უკავშირდება თეთრი ანგობის ზოლებით მოხატული კერამიკაც. დიდი რაოდენობით იყო მსხვიფეხა და წვრილფეხა საქონლის და ძაღლის ძვლები, აგრეთე ირმის რქები. ყველაფერს აჩნდა ძლიერი ცეცხლის კვალი და ნაცარში იყო არეული. მასალა ინახება საართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანი ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეუნარგია ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 253-254.