ორსანტია
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ორსანტია — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე ენგურის მარცხენა სანაპირო, ზღვის დონიდან 15 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ, ინგირიდან 10 კმ.
სოფელი | |
---|---|
ორსანტია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ორსანტია |
კოორდინატები | 42°27′59″ ჩ. გ. 41°39′59″ ა. გ. / 42.46639° ჩ. გ. 41.66639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2052[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2052 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 4499 | 2122 | 2377 |
2014[1] | 2052 | 1000 | 1052 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II