ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
ხევი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გრიგალათი, ციცქიური, წაქვა). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი. ხარაგაულიდან 47 კილომეტრი. სოფლის ძველი სახელწოდებაა ხევისჯვარი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა[3]. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესია „ნებიერი“ და XIX საუკუნის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ხევი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევი |
კოორდინატები | 42°05′40″ ჩ. გ. 43°24′37″ ა. გ. / 42.09444° ჩ. გ. 43.41028° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ხევისჯვარი |
ცენტრის სიმაღლე | 520 მ |
მოსახლეობა | 243[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 243 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 269 | 137 | 132 |
2014[1] | 243 | 123 | 120 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 451.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II