შაშიანი
შაშიანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 530 მეტრი, გურჯაანიდან 16 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2342 ადამიანი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.
სოფელი | |
---|---|
შაშიანი | |
სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | შაშიანი |
კოორდინატები | 41°49′46″ ჩ. გ. 45°40′46″ ა. გ. / 41.82944° ჩ. გ. 45.67944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 530 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2342[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასაისტორიო წყაროებში შაშიანი შანშიანადაც მოიხსენიება და მეზობელ სოფელ კალაურთან ერთად, შაშიან-კალაურის თემადაც. სოფლის სახელის წარმომავლობის შესახებ, სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სოფლის ტყეებში მრავლად ყოფილა შაშვი და სოფლის სახელიც შაშიანი (შაშვიანი) აქედან მომდინარეობს.
სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევს მევენახეობას და მემინდვრეობას. XI-XV საუკუნეებში შაშიანი საკათალიკოსო სოფელი იყო. ასეთად ჩანს იგი ალექსანდრე დიდის მიერ დამტკიცებულ 1392 წლის საკათალიკოსო მამულების შეწირვისა და სითარხნის განახლების გუჯარში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, შაშიანი ძირითადად საკათალიკოსო სოფლად რჩება, თუმცა მის ყმა-მამულზე წილი სამეფო კარმაც დადო. XVII-XVIII საუკუნიდან ცალკეული ფეოდალებიც აცხადებენ პრეტენზიას სოფლის ყმა-მამულებზე.
სოფელი შაშიანი 1772 წელს მოხსენიებული აქვს თავის ჩანაწერებში ცნობილ გერმანელ მეცნიერს და მოგზაურს, იოჰან ანტონ გიულდენშტედტს.[2]
1886 წელს სოფლის მღვდლის ილია შიუკაშვილის მცდელობით, გახსნილა სამრევლო სკოლა. იგი ყოფილა სკოლის გამგეც და მასწავლებელიც.
სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად, შაშიანი სარუსთველო დროშაზე იყო მიწერილი.
სოფელში გავრცელბული გვარებია: ბიწკინაშვილი, ჩეკურიშვილი, ხოტენაშვილი, გამხიტაშვილი, ჯაჭვაძე, ქევხიშვილი და სხვა.[3]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 2 342 | 1 146 | 1 196 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 695.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 215.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში
- ↑ გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.