შაშიანის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შაშიანის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის შუაში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული და შიგნით სწორკუთხა შეღრმავებულ არეშია ჩასმული. აღმოსავკლეთით ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდია, რომელშიც გაჭრილია დაბალი, თარაზულად გადახურული სარკმელი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთ თითო ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედლიდან ოდნავ დაშორებით, ოთხკუთხა ნიაშაა, ხოლო ქვემოთ, კედლიდან ოდნავ დაშორებით, ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებსაც კონქის თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული ცილინდრული კამარით. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგრანდით. 2010 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, საერთაშორისო საქვლმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესია გარემონტდა: გამაგრდა მორყეული საპირე, რამაც სახურავის დახრილობა ნაწილობრივ შეცვალა. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ეკლესიას გარს ევლებოდა დაბალი გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები)

ლიტერატურა

რედაქტირება