ბასილეთი

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ბასილეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობნის თემში (სოფლები: ბასილეთი, ბუკნარი, ქვენობანი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, მესხეთის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 250 მ., ჩოხატაურიდან 12 კმ., ოზურგეთიდან 18 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
ბასილეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ქვენობანი
კოორდინატები 41°57′35″ ჩ. გ. 42°10′45″ ა. გ. / 41.95972° ჩ. გ. 42.17917° ა. გ. / 41.95972; 42.17917
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 324[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბასილეთი — საქართველო
ბასილეთი
ბასილეთი — გურიის მხარე
ბასილეთი

ბასილეთი ეკუთვნოდა ოცხანის, ანუ ხიდისთავის სასოფლო საზოგადოებას. 15-18 აგვისტოს სოფელში იმართებოდა ბაზრობა.[3] 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, რომელიც 1891 წელს დაამთავრა ნოე ზომლეთელმა. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა.

ეკლესიები

რედაქტირება

სოფელში იდგა ბასილი დიდის სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა მოოქროული ვერცხლით მოჭედილი რამდენიმე ხატი, რომლებიც სამცხიდან გადმოაბრძანეს მღვდელმსახურმა ჯაშებმა გურიაში სამცხის გამაჰმადიანების შემდეგ.[4] ბასილეთის ეკლესიის სამრევლოში 1828 წლისთვის 27 კომლი შედიოდა.[5]

სოფელში შემორჩენილია 1609 წელს აშენებული ეკლესია.[6]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[7] 580
2002[8]   467 218 249
2014[1]   324 156 168

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
  3. Кавказский календарь на 1850 год გვ. 122
  4. ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 177.
  5. ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 70, ISBN 99940-11-89-8.
  6.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17391
  7. Кавказский календарь на 1910 год
  8. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II