ბუკნარი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუკნარი.

ბუკნარისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობნის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 120 მ., ჩოხატაურიდან 12 კმ. ოზურგეთიდან 15 კმ. სოფელში დგას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.[2] სოფელში მოედინება სამკურნალო მინერალური წყალი.

სოფელი
ბუკნარი

მინერალური წყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ქვენობანი
კოორდინატები 42°00′11″ ჩ. გ. 42°09′22″ ა. გ. / 42.00306° ჩ. გ. 42.15611° ა. გ. / 42.00306; 42.15611
დაარსდა XIX საუკუნის 60-იანი წლები
პირველი ხსენება XIX საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 775[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბუკნარი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბუკნარი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ბუკნარი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ბუკნარი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ადგილი, სადაც სოფელი ბუკნარი მდებარეობს, დაფარული იყო ტყით და ბუდობდა ველური ფუტკარი, რომელსაც გურიაში მოიხსენიებდნენ, როგორც „ბუკს“. სოფელი იხსენიება XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან და მისი გაშენება უკავშირდება ბატონყმობის გადავარდნას. შედიოდა ოცხანის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 775 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 361
1911[4]   1021
2002[5]   776 392 384
2014[1]   775 377 398

ლიტერატურა

რედაქტირება