სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟღენტი.

თენგიზ ჟღენტი (დ. 7 თებერვალი, 1887, დაბლაციხე, ოზურგეთის მაზრა — გ. 24 მაისი, 1937, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1903 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა გურიაში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. 1917 წლის მარტში იმყოფებოდა ირანში. 1918-1919 წლებში მონაწილეობდა სამოქალაქო ომში უკრაინაში. 1919 წლის თებერვლიდან მუშაობდა სამხედრო კომისრად ელიზავეტოპოლში. 1919-1921 წლებში მონაწილეობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკების საბჭოთა ოკუპაციაში. 1921 წლის მარტიდან იყო ბათუმის ოლქის სამხედრო კომისარი. 1933 წლიდან იყო საქართველოს სსრ-ის ცაკის მდივანი. აქვს შრომები რევოლუციური მოძრაობის საკითხებზე. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.

თენგიზ ჟღენტის მეუღლე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილის და.[1]

თხზულებები

რედაქტირება
  • რევოლუციონური მოძრაობა სამეგრელოში 1905, „სახელგამი“, ტფილისი, 1929
  • 1905 წელი გურიაში, ტფილისი, 1927

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 18, ISBN 978-9941-8-2176-9.