დაბლაციხე

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: დაბლა ციხე.

დაბლაციხესოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დაბლაციხე, საყვავისტყე). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 4 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ნიკო მარის სახლ-მუზეუმი, საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
დაბლაციხე

სოფლის ხედი ერკეთის მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი დაბლაციხე
კოორდინატები 42°00′32″ ჩ. გ. 42°16′16″ ა. გ. / 42.00889° ჩ. გ. 42.27111° ა. გ. / 42.00889; 42.27111
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 279[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაბლაციხე — საქართველო
დაბლაციხე
დაბლაციხე — გურიის მხარე
დაბლაციხე

ისტორია რედაქტირება

დაბლაციხეს ადრე საყვავისტყე ეწოდებოდა, შემდეგ მის ერთ ნაწილს, რომელიც ბუკისციხის ქვემოთ მდებარეობს, დაბლაციხე უწოდეს. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. II ათასწლლეულის დასასრულის – I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური ცული (დ. ქორიძისეული IV სახეობა), დაცულია ჩოხატაურის მუზეუმში. გვიან შუა საუკუნეებში თავად გურიის ერისთავთა მფლობელობაში იყო. 1820-იან წლებში გურიის ხელისუფლების მიწვევით სოფელში მეურნეობა მოაწყო შოტლანდიელმა იაკობ მარმა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 369 171 198
2014[1]   279 140 139

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება