ლეონიდე კალანდაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალანდაძე.

ლეონიდე პოლიევქტის ძე კალანდაძე (დ. 14 ნოემბერი, 1898, ხიდისთავი — გ. 23 ივლისი, 1968) — ქართველი აგრონომ-ენტომოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1954).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1921 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, ხოლო 1927 წელს მიუნხენის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი. 1932-1968 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიის და ენტომოლოგიის კათედრის გამგე და დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილში (1945-1950). 1956-1962 წლებშმი მისი ხელმძღვანელობით შედგა ქართული ენტომოლოგიის სახელმძღვანელოები.

არის საქართველოში სამედიცინო ენტომოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ხელმძღვანელობდა საქართველოში კოღოების სახეობრივი შედგენილობისა და გავრცელების ექსპედიციებს. მისი თაოსნობით ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტში მოეწყო სპეციალური ენტომოლოგიური განყოფილება და საგამბუზიო. გამოიკვლია ჭაობებისა და მცირე ზომის წყალსატევების ფაუნა, დაამუშავა ქართული ენტომოლოგიური ტერმინოლოგია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება