ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზენობანი.

ზენობანისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში (სოფლები: ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი, ხიდისთავი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 250 მ. ხიდისთავიდან 4 კმ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. სოფელში მიედინება მდინარე ლაშისწყალი. რუსეთის იმპერიის პერიოდში შედიოდა ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში.

სოფელი
ზენობანი

ნოდარ დუმბაძის მუზეუმი ზენობანში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°58′10″ ჩ. გ. 42°13′50″ ა. გ. / 41.96944° ჩ. გ. 42.23056° ა. გ. / 41.96944; 42.23056
პირველი ხსენება 1904
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 108[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 108 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 441
1911[3]   385
2002[4]   125 59 66
2014[1]   108 52 56

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ღვინიანთ საყდარი მდებარეობს ადგილ ღვინიანთეულებში. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, ნახევრად დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით ჰქონდა, თითო სარკმელი - ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით.[5]

სოფლის სამხრეთით, შემაღლებულ ბორცვზე, რომელიც მთლიანად ტყით არის დაფარული მდებარეობს დარბაზული ეკლესია. ეკლესია მდებარეობს ისტორიული ეკლესიის ადგილას, მთლიანად ხელახლაა აგებული და ავთენტური ნაწილებიდან მხოლოდ ცოკოლის ქვები იკითხება.[6]

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული ოდები.[7][8]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა ისტორიკოსი მამია დუმბაძე. ზენობანში გაატარა თავისი ბავშვობა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ. მისი ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სახლის აშენება სურდა, ამჟამად დგას მისი მემორიალური მუზეუმი.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1912 год
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  5. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-09-29.
  6.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10760
  7.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20814
  8.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20815
  9. ნოდარ დუმბაძის მუზეუმი