ქეთევან ლომთათიძე

ქართველი ენათმეცნიერი

ქეთევან ბესარიონის ასული ლომთათიძე (დ. 11 თებერვალი, 1911, სოფელი ხიდისთავი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 22 სექტემბერი, 2007) — ქართველი ენათმეცნიერი. ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950); საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962); აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ქეთევან ლომთათიძე
დაბ. თარიღი 11 თებერვალი, 1911(1911-02-11)
დაბ. ადგილი ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 2007(2007-09-22) (96 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება (1931). სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა (ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი 1953-1963 წლები და 1975 წლიდან) და თსუ-ში (კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი).

ქეთევან ლომთათიძე იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას; ქეთევან ლომთათიძის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიები „აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი“ (1944), „აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებს შორის“ (1954), „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. I ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები“ (1976), „ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი აფხაზურსა და აბაზურში“ (1982).

ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს ეძღვნება წერილები „თბება“ ტიპის ზმნების ისტორიისათვის ქართულში» (1952), „ზმნის ინფინიტური წარმოების კვალი ძველ ქართულში“ (1958); ქეთევან ლომთათიძის ხელმძღვანელობით მომზადდა აკადემიური „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (ტ. 1-3, 1956-1959). მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1-8, 1950-1960) მომზადებაში, როგორც მთავარი რედაქციის წევრი და VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1971). სსრკ IV, V მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

გარდაიცვალა 2007 წლის 22 სექტემბერს.

ჯილდოები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • აბაზური ენა — თბილისი, უნივერსალი, 2006 — 210 გვ.
  • კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში — თბილისი, მეცნიერება, 1984 —68 გვ.
  • ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში — თბილისი, მეცნიერება, 1981 — 101 გვ.
  • აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტთა შორის: ტექსტებითურთ — თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 195 — 350 გვ.
  • აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი: ტექსტებითურთ — თბილისი, საქ. სსრ. მეცნ. აკად.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება