ზაირა კიკვიძე (დ. 1928 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

ზაირა აბელის ასული კიკვიძე
Zaira kikvadze.jpg
დაბადების თარიღი 1928
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
მეუღლე(ები) ალმასხან ალბუთაშვილი
შვილ(ებ)ი ნუკრი
მშობლები მამა: აბელ კიკვიძე
დედა: სოფიო ტაბიძე
ზაირა კიკვიძის საფლავი

ბიოგრაფიარედაქტირება

დედა სოფიო (ტიციან ტაბიძის და), მამა — აბელ კიკვიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

დაამთავრა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. ერთხანს იყო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

ზაირა კიკვიძის მონაწილეობით დამუშავდა სახეთა გამოცნობის ორიგინალური მეთოდები და ალგორითმები, რომლებიც გამოყენებულია ინსტიტუტში შესრულებულ თემებში და დანერგილი იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. იგი ავტორია ორმოცდაათამდე ნაშრომისა.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[1] თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე[2].

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[3].

ლიტერატურარედაქტირება

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება