ვაჟა ორბელაძე (დ. 3 თებერვალი, 1941, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი. საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2007)

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით, ხოლო ასპირანტურა 1968 წელს.

1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ პედაგოგად. 1975-1983 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ ძველი თბილისის რეკონსტრუქციის განყოფილებაში მთავარ არქიტექტორად, შემდეგ კი სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. მისი თანაავტორობით (არქ. ვიქტორ ჯორბენაძესთან ერთად) აშენებულია თბილისის რიტუალების სასახლე; ავტორია „მაკდონალდსის“ რესტორნის შენობის რუსთაველის მოედანზე, რესტორანი „ძველი მეტეხის“ (გელა ჯაფარიძესთან ერთად) კომპლექსის ამაღლების ქუჩაზე (ქ. თბილისი), სავაჭრო პავილიონის შოთა რუსთაველის გამზირზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რეკონსტრუქციის (თანაავტორი არჩილ მენაბდე), ბერძნული სახლის მდ. მტკვრის სანაპიროზე, სასტუმრო „პოსეიდონის“ იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, „ჰოლდინგ ნუროლის“ სახლის (გიული გეგელიასთან და გია ნადირაძესთან ერთად), სვეტიცხოვლის მოედნის მახლობლად, იქვე ღია სამლოცველოს ქ. მცხეთაში და სხვა. 2011-2012 წლებში თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 1) ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, პროექტის ავტორი, არქიტექტორი იყო ვაჟა ორბელაძე. მისი ავტორობით დაპროექტებული და აშენებულია შენობა-ნაგებობები აგრეთვე საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში, ქ. მოსკოვში, შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში; მაგთიკომის მიერ გამოიცა მისი შემოქმედების ამსახველი საიუბილეო წიგნი ილუსტრაციებით (75 წლისთავი).

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება