თამარ ჭოველიძე (დ. 14 დეკემბერი[2], 1972, თბილისი — გ. 9 აპრილი, 1989, იქვე) — სკოლის მოსწავლე, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (16 წლის).

თამარ არკადის ასული ჭოველიძე
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1972 (16 წლის)
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესია
მშობლები მამა: არკადი ჭოველიძე
დედა: ლია ჭოველიძე[1]
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

თამარ ჭოველიძე დაიბადა 1972 წლის 14 დეკემბერს თბილისში. 1978 წლიდან სწავლობდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში[3]. იყო ნათია ბაშალეიშვილის თანაკლასელი.

1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე[4]) ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში[2].

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[5].

თბილისში ერთ-ერთი ქუჩა ატარებს მის სახელს (იხ. თამარ ჭოველიძის ქუჩა).

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება