მზია ჯინჭარაძე
მზია ჯინჭარაძე (დ. 1944[1]/1946[2] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
მზია მიხეილის ასული ჯინჭარაძე | |
---|---|
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, საბურთალოს სასაფლაო |
მეუღლე(ები) | გურამ ბაღათურია |
მშობლები | მამა: მიხეილ ჯინჭარაძე |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებათბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1979 წლიდან მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ კი უმცროს და ბოლოს უფროს მეცნიერ მუშაკად. შეასრულა და გამოაქვეყნა 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ფსიქოზთა პათობიოლოგიურ აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
მეუღლე — გურამ ბაღათურია 9 აპრილამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაეცვალა.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე.[3]
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნეკროლოგი, „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
- ↑ „საბჭოთა მედიცინა“, 1989, N3, გვ. 60
- ↑ მზია ჯინჭარაძე (1946-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]