თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ — საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების უმთავრესი კერა. აქ თავმოყრილია საქართველოს სამედიცინო პედაგოგიური და სამეცნიერო კადრების საუკეთესო ნაწილი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი |
PER TRADITIONES AD FUTURUM (ლათ.) ტრადიციებით მომავლისკენ |
დაფუძნდა | 1930, 10 ივნისი |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | ირაკლი ნატროშვილი |
კანცლერი | ალექსანდრე ბუაჩიძე |
სტუდენტი | 5 250 |
მისამართი | ვაჟა-ფშაველას გამზ. № 33, თბილისი, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] |
http://www.tsmu.edu/ |
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (წარსულში ინსტიტუტი), დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან იღებს. უნივერსიტეტის სათავეში ქართული საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები იდგნენ: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და სხვები.
ისტორია
რედაქტირება1918 წლის 27 თებერვალს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობა. 17 ივნისს იმავე საბჭომ „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების“ თავმჯდომარის სპირიდონ ვირსალაძის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება, რათა სექტემბრის თვეში გახსნილიყო საბუნებისმეტყველო-სამკურნალო და მათემატიკური ფაკულტეტი. 1919 წლის 9 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მანამდე ერთად არსებული საბუნებისმეტყველო-სამკურნალო და მათემატიკური ფაკულტეტი ცალკე ფაკულტეტებად გაიყო.
წლების მანძილზე პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობის ზრდისა და მათი პროფესიონალიზმის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა სამკურნალო ფაკულტეტის გარდაქმნა დამოუკიდებელ ერთეულად და მისი ჩამოყალიბება ინსტიტუტად.
1930 წლის 10 ივნისს განხორციელდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზება და გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტმა ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო და ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად.
ორგანიზაცია
რედაქტირებადღეისათვის, თსსუ-ში შემდეგი ფაკულტეტებია:
- მედიცინის ფაკულტეტი;
- სტომატოლოგიის ფაკულტეტი;
- ფარმაციის ფაკულტეტი;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი;
- ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი;
- მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 51 დეპარტამენტია და 71 მიმართულებაა. უნივერსიტეტში მუშაობს სულ – 3369 თანამშრომელი, რომელთაგან, ადმინისტრაცია: აკადემიური პერსონალია – 378, ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალი – 235, მოწვეული მასწავლებლები – 492, ლაბორანტები – 97, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულები – 137, დიპლომის შემდგომში მოწვეული მასწავლებლები – 1045, სამამაგისტრო პროგრამებში მოწვეული მასწავლებლები – 108, მოსამზადებელ ცენტრში მოწვეული მასწავლკებლები – 28; კლინიკები: აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტოიმატოლოგიური კლინიკა – 236, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა – 185, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა – 246, სტომატოლოგიის N1 კლინიკა – 57, სტომატოლოგიის N2 კლინიკა – 41; ინსტიტუტები: იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი – 75, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი – 62.
უნივერსიტეტში სწავლობს 9400-მდე სტუდენტი. აქედან უცხოელი – 3500-მდე სტუდენტი.
სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ფარმაცევტთა (პროვიზორთა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მუზეუმი, რამდენიმე კაბინეტი, კულტურის ცენტრი და სტუდიები.
თსსუ-ის გამგებლობაშია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისათვის, სამედიცინო ქალაქის ხუთი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, 5 საუნივერსიტეტო კლინიკა და ორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
უნივერსიტეტის კათედრები განთავსებულია ქალაქის სხვადასხვა კლინიკების ბაზაზე. სპორტული კომპლექსი, ფეხბურთის სტადიონი 2 მინდვრით, 2 სპორტული დარბაზით, მოედანი სამხედრო წვრთვნისათვის და სასროლეთი, ექსპერიმენტულ ცხოველთა სანაშენო მეურნეობის და კლინიკის შენობა, ფარმაცევტული ფაკულტეტის საცდელი ბოტანიკური ბაღი.
თვითმმართველობა
რედაქტირებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, უმაღლესი განათლების კანონის მიხედვით ჩამოყალიბდა 2006 წელს. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ირაკლი გვილავა, ვიცე-პრეზიდენტები: არჩილ შარაშენიძე და გიგა აბაშიძე (2006–2008). 2008 წლის 12 ნოემბერს გაიმართა ახალი არჩევნები და 2012 წლის 9 ნოემბრამდე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ხელმძღვანელობდნენ პრეზიდენტი: გიგა სორდია და ვიცე-პრეზიდენტები: კახა აბულაძე, მიხეილ დიაკონიძე და კახა ვანიშვილი. 9.11.2012–დან თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია კახა აბულაძე, ხოლო ვიცე–პრეზიდენტები: გიორგი მიკუჩაძე, თამარ საგანელიძე და ქსიტიჯ კუმარი. 2018 წელს 21 ნოემბერს ჩატარდა თვითმმართველობის მორიგი არჩევნები, რის შედეგადაც პრეზიდენტი გახდა ანა კაკაბაძე. 2022 წლიდან კი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლადო გაბეჩავაა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას დღემდე განხორციელებული აქვს 750-ზე მეტი პროექტი, როგორც შიდასაუნივერსიტეტო ასევე საერთაშორისო მასშტაბებით. აღსანიშნავია ისეთი პროექტები როგორიცაა „მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა“, აღნიშნული პროექტის შედეგად საქართველოს 6 რეგიონის მასშტაბით მოხდა 4600 ადამიანზე მეტის უფასო სამედიცინო გამოკვლევა და მედიკამენტების დარიგება.
პარტნიორები
რედაქტირებახელშეკრულებები სხვა უნივერსიტეტებთან:
რედაქტირება- ავსტრია – გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი; ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი
- აზერბაიჯანი – აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- აშშ – სკრენტონის უნივერსიტეტი
- ბელგია – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბრუსელი); ლიეჟის უნივერსიტეტი
- ბულგარეთი – სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი; ვარნის სამედიცინო უნივერსიტეტი
- გერმანია – ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი (იენა)
- ესპანეთი – ბარსელონას უნივერსიტეტი
- ინგლისი – გლაზგოს უნივერსიტეტი
- ლიტვა – კლაიპედეს უნივერსიტეტი (კლაიპედა)
- რუმინეთი – სიბიუს უნივერსიტეტი (სიბიუ)
- საფრანგეთი – მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი ექს მარსელი II (მარსელი); ტულუზის პედიატრიული კლინიკა (ტულუზა); რენე-დეკარტის უნივერსიტეტი პარი - 5; ნანტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
- სომხეთი – ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტი.
- უკრაინა - დონეცკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან
- თურქეთი - ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრი:
რედაქტირება- უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია (IAU)
- ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA)
- საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაცია (EAIE)
- ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)
- ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA)
თანამშრომლობა ორგანიზაციებთან:
რედაქტირება- სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME)
- იუნესკო (UNESCO)
- უცხოელ მედიკოს კურსდამთავრებულთა განათლების კომისია (ECFMG)
- შვაიცერის მსოფლიო აკადემია (SWA)
- მშვიდობისათვის მლოცველთა მსოფლიო საზოგადოება (WPPS)
- განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი
თსსუ-ის დიპლომი აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის ცენტრის, უცხოელ მედიკოს კურსდამთავრებულთა განათლების კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რაც უნივერსიტეტს საერთაშორისო სტატუსს ანიჭებს.
2005 წლის 16 სექტემბერს თსსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ა. თელიამ ბოლონიაში ხელი მოაწერა უნივერსიტეტების დიდ ქარტიას. რის შედეგადაც თსსუ შეუერთდა ბოლონიის პროცესს და გახდა უნივერსიტეტების დიდი ქარტიის წევრი. (MAGNA CHARTA UNIVERSITATUM)
საზოგადოებრივი/სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებათსსუ რეგულარულად გამოსცემს საერთაშორისო მნიშვნელობის ჟურნალს და სამეცნიერო შრომათა კრებულებს. სახელმძღვანელოების და სამეცნიერო მონოგრაფიების გამოცემის სტიმულაციის და ხელშეწყობის მიზნით შექმნილია საუნივერსიტეტო საგამომცემლო კომისია, რომელიც ფინანსურ და პოლიგრაფიულ დახმარებას უწევს ავტორებს.
თსსუ-ს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი სამეცნიერო კონტაქტები, ატარებს საერთაშორისო ფორუმებს, პროგრამულ-გრანტული პრინციპით აფინანსებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
უნივერსიტეტში არსებობს უცხოელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საპატიო დოქტორად არჩევის ტრადიცია.
უნივერსიტეტში ფართოდაა გაშლილი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა. ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენციები.
უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის ბაზაზე შექმნილია სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”, პლასტიკისა და მიმიკის თეატრი “იმპრო”, და დრამატული თეატრი “ჰიგია”. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - ”კოზა- ნოსტრა”.
აღსანიშნავია თსსუ-ის სტუდენტთა სპორტული მიღწევები. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ასპარეზობებში საქართველოსა თუ უცხოეთში.