თინა ენუქიძე (დ. 4 ნოემბერი [წყარო არ არის მითითებული 1528 დღე], 1918[1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (70 წლის).

თინა სევერიანის ასული ენუქიძე
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1918
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989 (70 წლის)
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო
შვილ(ებ)ი ცისანა, იური
მშობლები მამა: სევერიანე ენუქიძე
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
თინა ენუქიძის საფლავი

ბიოგრაფია რედაქტირება

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. როგორც მისი ოჯახის წევრი იხსენებს, თინა ენუქიძე სხვას გადაფარებია და ნიჩბით მოუკლავთ[1]. დაკრძალეს 15 აპრილს[2] თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[3].

2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. თინა ენუქიძის ქუჩა)[4].

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება