ჯონ სიდნი მაკ-კეინი III (ინგლ. John Sidney McCain III; დ. 29 აგვისტო, 1936 — გ. 25 აგვისტო, 2018) —აშშ-ის სენატორი არიზონიდან 1987-2018 წლებში. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი 1983-1987 წლებში. 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი.

ჯონ მაკ-კეინი
John McCain
ჯონ მაკ-კეინი John McCain
სენატორი არიზონიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1987 – 25 აგვისტო, 2018

წარმომადგენელთა პალატის წევრი არიზონიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1983 – 3 იანვარი, 1987

დაბადებული29 აგვისტო, 1936
პანამის არხის ზონა
გარდაცვლილი25 აგვისტო, 2018 (81 წლის)
კორნვილი, არიზონა, აშშ
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლესინდი ჰენსლი მაკ-კეინი
პროფესიაფლოტის მფრინავი, პოლიტიკოსი
რელიგიაბაპტისტი
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაკ-კეინის როგორც პაპა, ასევე მამა აშშ-ის საზღვაო ძალების ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. 1958 წელს აშშ-ის საზღვაო აკადემია ჯონმაც დაამთავრა. ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ძალების მფრინავი და მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ივლისში ავიამზიდ „ფორესტალზე“ ხანძრის დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 1967 წლის ოქტომბერში, ჰანოის დაბომბვის დროს მისი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი ჩრდილოეთ ვიეტნამელების ტყვეობაში გაატარა, სადაც სხვადასხვა სახის წამება გამოიარა. 1973 წლის მაისში ის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.

1981 წელს მაკ-კეინმა დატოვა საზღვაო ძალები, გადავიდა არიზონაში და მალევე ჩაერთო პოლიტიკაში. 1982 წელს იგი აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არიზონის პირველი საარჩევნო ოლქიდან. წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ, 1986 წელს იგი აშშ-ის სენატში აირჩიეს. ხელახლა აირჩიეს 1992, 1998, 2004, 2010 და 2016 წლებშიც.

მაკ-კეინი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში 2000 წელს, მაგრამ პრაიმერებში დაამარცხა მომავალმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოიპოვა რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია, თუმცა დამარცხდა დემოკრატების კანდიდატთან სენატორ ბარაკ ობამასთან.

2017 წელს მაკ-კეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 2018 წლის აგვისტოში, მაკ-კეინის ოჯახმა განაცხადა, რომ იგი კიბოს მკურნალობას აღარ გააგრძელებდა.[1] გარდაიცვალა 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში, 82-ე დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: