ადმირალი (ნიდერლ. admiraal[1]; ფრანგ. amiral-დან, admiral; არაბ. ‏أمير البحر ამირ ალ-ბაჰრი – „ზღვის მბრძანებელი“[2]) — უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობის სამხედრო წოდებულება სამხედრო-საზღვაო ფლოტში.

ევროპაში გამოიყენება XII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც ჩაანაცვლა მანამდე გამოყენებული ბერძნული და რომაული ტერმინები. იალქნიანი ფლოტის რეგლამენტის მიხედვით ადმირალი განაგებდა კორდებატალიას (ძირითად ძალებს), ვიცე-ადმირალი (ადმირალის შემცვლელი) — რეზერვს, რომელიც, როგორც წესი, განლაგებული იყო ძირითადი ძალების (არიერგარდის) უკან, კონტრ-ადმირალი (ყველაზე დაბალი საადმირლო ჩინი) კი — მოწინავე მზვერავ რაზმსა და ესკორტს (ავანგარდს). XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ასევე არსებობდა წოდებები არირ- ან რეარ-ადმირალი და შაუტბენაჰტი, რომლებიც კონტრ-ადმირალის ჩინს შეესაბამება.

  1. М. Фасмер. Этимологический словарь русского языка. Под ред. О. Н. Трубачёва. Москва, «Прогресс», 1986. Т. I, С. 62.
  2. A. Dauzat, J. Dubois, H. Mitterand. Nouveau Diccionaire Étymologique et Historique. Libraire Larousse, Paris, 1964. С. 29.